LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული სკოლის დირექტორი მისი მოსწავლეების ნახატებით მორთულ კუბოთი დაკრძალეს

feradi kubo

ინგლისის ქალაქ ბატში ადგილობრივი სკოლის დირექტორი სიუ იტი სიმსივნისგან გარდაიცვალა. დაკრძალვის დროს, ის ფერად კუბოში ჩაასვენეს, რომელიც მისი მოსწავლეების ნახატებით იყო მორთული.

სიკვდილის წინ, ქალმა მოსწავლეებს გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა, რომელშიც ბავშვებს მან მადლობა გადაუხადა.

სიუს უნდოდა, რომ ბავშვები მის დაკრძალვაზე მშობლებს გაეშვათ და ასევე სთხოვა, რომ მათივე ნახატები მასთან ერთად დაემარხათ.

“ძვირფასო ბავშვებო, ძალიან ვწუხვარ, რომ შობას თქვენთან ერთად არ ვიქნები. მინდა იცოდეთ რომ ვისვენებ კომფორტულ ოთახში, რომელსაც საყვარელი ხედი აქვს. მშვიდად ვგრძნობ თავს. მაგრამ ჩემი დაავადების გამო, დაღლილი ვარ, ვიცი რომ მალე მოვკვდები. ამ წერილით გემშვიდობებით.

ძალიან მომწონდა ის დრო, რომელიც სკოლაში გავატარე. ეს ბრწყინვალე სკოლაა და თქვენ შესანიშნავი ბავშვები ხართ. არასდროს მეგონა, რომ ოდესმე ვიპოვი ბედნიერებას სამსახურში. დიდი მადლობა მეგობრობისა და გართობისთვის,” – ვკითხულობთ წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები