LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსის პაპარაცებისგან ყველაზე კარგად დაცული სახლი $6.8 მილიონად იყიდება

243
safe-image

პოპ-მომღერლის, ბრიტნი სპირსის სახლის ფასმა, რომელშიც ვარსკვლავი 2006-2012 წლებში  ცხოვრობდა დაიკლო. ბრიტნიმ ბევერლი-ჰილზის სახლი მას შემდეგ გაყიდა, რაც ყოფილ მეუღლესთან, კევინ ფედერლაინთან განქორწინდა. თავდაპირველად სახლის ფასი 9 მილიონი დოლარი იყო, თუმცა, ახლა მისმა ფასმა საგრძნობლად დაიწია და მისი ღირებულება 6.8 მილიონ დოლარს შეადგენს.

ბრიტნის ყოფილი სახლი იტალიურ სტილშია გადაწყვეტილი.6 საძინებელი ოთახი, 6 სააბაზანო, საშინაო კინოთეატრი, აუზი და საუცხოოდ მოწყობილი ეზო, სადაც მუდამ კოცონი გიზგიზებს, – ბევერლი ჰილზის სახლი აღიარებულია, როგორც პაპარაცებისგან ყველაზე კარგად დაცული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელსაც ვერცერთი პაპარაცი ვერ მიუახლოვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები