LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელმა შვებით ამოისუნთქა და მიესალმება კრიზისის დასრულებას საქართველოში: მაკა ბოჭორიშვილი

68
ბოჭორიშვილი

“შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელმა შვებით ამოისუნთქა და მიესალმება კრიზისის დასრულებას საქართველოში და შეთანხმებას პარტიებს შორის”  – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.

როგორც მან განაცხადა , ევროკავშირის წარმომადგენელების მხრიდან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები ისმის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაწევრიანების გზაზე 2024 წელს დაგეგმილი ნაბიჯების გადასადგმელად.

“საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობას ალტერნატივა არ აქვს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის”

“ბრიუსელი პოლიტიკური პარტიებისგან მოელის, რომ კეთილსინდისიერად ჩაერთვებიან შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაში და ჩვენ შევძლებთ პოზიციების მაქსიმალურად დაახლოებას შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გატარების პროცესში. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობას ალტერნატივა არ აქვს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის” – ამბობს მაია ბოჭორიშვილი

მისი განცხადებით, პირველი საკითხი, რაც დღის წესრიგში დგას საარჩევნო რეფორმაა და ბრიუსელში მოელიან, რომ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ექნება პოლიტიკური პარტიების მხრიდან ფართო მხარდაჭერა, რამაც უნდა უზრუნველყოს საარჩევნო პროცესისადმი სანდოობის უმაღლესი ხარისხი.

“ადგილობრივი არჩევნები შემდგომი ლიტმუსის ტესტი იქნება საქართველოსთვის”

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს სთხოვა განიხილოს 2021 წელს ევროპარლამენტის დამკვირვებელთა მისიის გამოგზავნის საკითხი თვითმმართველობის არჩევნებზე.

მაკა ბოჭრიშვილის განცხადებით, დღის წესრიგში ასევე დგას ჟან მონეს დიალოგის დაწყება,, რაც შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია.

როგორც ბოჭორიშვილის განცხადებით ვიგებთ, ევროპარლამენტის პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში წარმოგვიდგენს ევროპარლამენტის ხედვას პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით და ამ პროცესში ჩართულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

“ევროკავშირის წარმომადგენელების მხრიდან მოვისმინეთ მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე”

“ვფიქრობთ, შესაძლებელია ევროპარლამენტის ეს მექანიზმი გამოვიყენოთ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის პროცესის წარმართვისთვის, რაშიც ყველას ჩართულობა იქნება საჭირო.
ევროკავშირის წარმომადგენელების მხრიდან მოვისმინეთ მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაწევრიანების გზაზე 2024 წელს დაგეგმილი ნაბიჯების გადასადგმელად“, – განაცხადა ბოჭორშვილმა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მიმდინარე მოვლენები რაც დღითიდღე შემაშფოთებელი ხდება და ევროკავშირში ცვლის ხედვებს რეგიონთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით.

“ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკომისარმა გამოთქვეს მზაობა უახლოეს მომავალში ეწვიონ საქართველოს”

“დღეს უკვე აღარ ჭირს საუბარი ასოცირებულ ტრიოზე და მის საჭიროებაზე ისევე, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა, რაც დამატებით შესაძლებლობების ფანჯარას აჩენს ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ცალსახად უყურებენ როგორც ლიდერ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოებში წარმართვა იმისთვის, რომ არ გავფლანგოთ მცირედი შესაძლებლობაც კი რაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკომისარმა გამოთქვეს მზაობა უახლოეს მომავალში ეწვიონ საქართველოს. ევროკომისია აქტიურად განიხილავს საქართველოოს ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების პერსპექტივებს და შესაძლებლობებს. საუბარია შავი ზღვის მეტად გამოყენებაზე იმისთვის, რომ გავზარდოთ კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. გვქონდა საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით. ასევე, გვქონდა საშუალება განგვეხილა საქართველოსთვის უდიდესი კულტურული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც 2023 წლისთვის იგეგმება – „ევროპალია“. 2023 წლის რამდენიმე თვის განმავლობაში ბრიუსელი უმასპინძლებს ქართულ კულტურას, რაც ერთ-ერთი უდიდესი კულტურული ღონისძიებაა“, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმაბოჭორიშვილმა.