LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში ბიჭუნას ცნობილ ქანდაკებას ქართული ჩოხა აცვია

151

ბელგიაში, ბრიუსელის სიმბოლოს, ბიჭუნას ცნობილ ქანდაკებას Manneken-Pis ქართული ჩოხა აცვია. შესაბამის ფოტოს ევროკავშირში საქართველოს მისია ავრცელებს.

„გილოცავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს,“ – ნათქვამია Twitter-ის გვერდზე.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით წელს მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები