LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში ვუთხარი, გაწევრიანება მოხდეს ერთი პირობით, რომ “ქართულ ოცნებაში” დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები, სხვა შემთხვევაში არ გაგვიღოთ ეს კარი – არმაზ ახვლედიანი

1052
არმაზახველდიანი

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, როცა ის “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი იყო, ევროპარლამენტარებს  ევროკავშირის კარის გაღება ერთი პირობით სთხოვა, თუ პარტიაში დაიწყებოდა დემოკრატიული რეფორმები.

“9 წლის წინ, 2013 წელი, მე ვარ ქართული ოცნების ხელმძღვანელი და სამუშაო ვიზიტით ჩავედი ბრიუსელში. ვხვდები  ევროპარლამენტარებს, ევროპული სოციალისტების ლიდერებს, გენერალურ მდივანს, პრეზიდენტს, სხვებს. ჩემი,   როგორც პარტიის ხელმძღვანელის ამოცანაა, რომ ქართული ოცნება გახდეს ამ ოჯახის წევრი. დღესაც იქ არიან ეს ხელმძღვანელები და ახლოს ვიცნობთ ერთმანეთს, იქ ბრიუსელში და როცა აქ ჩამოვიდნენ მაშინაც, მე მათ ვუთხარი, გაწევრიანება მოხდეს ერთი პირობით, პირობა უნდა იყოს ის, რომ “ქართულ ოცნებაში”, მმართველ ძალაში დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები, სხვა შემთხვევაში არ გაგვიღოთ ეს კარი, ვაღიარებ, ხომ მეძებენ იქ ვინ ჩადიოდაო, მე ვეუბნები, რომ ასე იყო ზუსტად” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა “ტვ პირველის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები