LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბრიყვებთან ურთიერთობის საუკეთესო სტრატეგია – მშვიდად მოსმენა და გაღიმებაა” – ჯონ გრინის ცნობილი გამონათქვამები

8507
ჯონ გრინი

ამერიკელი მწერალი, ჯონ გრინი რომელმაც მეტწილად მოზარდებისთვის შექმნილი რომანებით გაითქვა სახელი, 2006 წელს Printz-ის პრესტიჟული პრემიით დაჯილდოვდა სადებიუტო ნამუშევრისთვის „ალიასკის ძიებაში“, მისი ყველაზე ცნობილი რომანი „ბედის ვარსკვლავის ბრალია“ 2012 წელს პირველი პოზიციით შევიდა ,,ნიუ-იორკ თაიმსის” ბესტსელერების ნუსხაში, 2014 წელს გამოსულმა ამავე სახელწოდების ეკრანიზაციამ კი, 307 მილიონი დოლარი მოაგროვა მსოფლიო გაქირავებაში. 2014 წელს გრინი ჟურნალ ,,თაიმის” მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის ნუსხაში მოხვდა.

fortuna.ge გთავაზობთ ჯონ გრინის ცნობილ გამონათქვამებს:

*ყოველთვის იმიტომ ფიქრობ მომავალზე, რომ აწმყოს გაექცე.

*სიყვარული – დაპირების შესრულებაა მიუხედავად ყველაფრისა.

*გვერდით ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ერთად ყოფნას.

*ადამიანს ყოველთვის უჭირს დაჯერება, რომ სხვებიც ადამიანები არიან, ამიტომ ან კერპებად აქცევს და მერე თავისივე იმედგაცრუება უკვირს, ან მოიძულებს და საკუთარი სიძულვილის მიზეზებს ეძებს.

*ყოველთვის ახლა უნდა იფიქრო, რა იქნება მერე, რადგან „მერეს“ სწორედ ბევრი „ახლა“ განსაზღვრავს.

*თანამედროვე საზოგადოებაში მხოლოდ მაშინ იმსახურებ პატივისცემას, როცა ყველას ზევიდან, ქედმაღლურად უყურებ.

*დაკარგო ადამიანი, ვისთანაც საერთო მოგონებები გაქვს, მეხსიერების დაკარგვას ჰგავს, რადგან ყველაფერი საერთო ნაკლებად მნიშვნელოვანი, არარეალური ხდება.

*ტკივილს უნდა, რომ იგრძნო. არ ღირს მისი დავიწყება, რაც მეტს ეცდები დაივიწყო, მით უფრო ხშირად და მტკივნეულად შეგახსენებს თავს.

*დეპრესია – ცოცხლად კვდომას ჰგავს, თითქოს ცოცხალი ხარ, მაგრამ აზრი არ აქვს.

*ნაკვალევი, რომელსაც ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში ტოვებენ, რატომღაც ყოველთვის შეუხორცებელი იარებია.

*ის, რაც მოულოდნელად მოვიდა, აუცილებლად მოულოდნელად გაქრება.

*გამოცანის ამოხსნის საუკეთესო მეთოდი – ჩათვალო, რომ საერთოდ არ არსებობს გამოცანა.

*აწმყო არასდროსაა ისეთი, როგორიც წარსულში გეგონა, რომ იქნებოდა.

*ჩემი ფიქრები – ჩემი ვარსკვლავებია, რომელთაგან ვერაფრით შევკარი ერთიანი თანავარსკვლავედი.

*წასვლა მანამდეა რთული, სანამ არ წახვალ, მერე კი, მთელი ცხოვრება ნანობ, რომ წახვედი.

*ის, ვინც ერთისთვის შეშლილია, მეორისთვის შველა და გადარჩენაა.

*ადამიანები ყოველთვის საკუთარი სურვილებისთვის იტანჯებიან. არ იქნება სურვილები – გაქრება ტანჯვაც, დარჩება მარტო ცარიელი, უაზრო ცხოვრება.

*ბრიყვებთან ურთიერთობის საუკეთესო სტრატეგია – მშვიდად მოსმენა და გაღიმებაა.

*ყოველთვის ის მოგწონს, ვის გვერდითაც ხმამაღლა ფიქრი შეგიძლია.

*უამრავი მეგობარი გამოჩნდება მაშინ, როცა მეგობრობის აღარ გჯერა.

*რეალურ სამყაროში ადამიანები ნაკლებად აკეთებენ არჩევანს – უფრო ელიან როდის აირჩევენ, რათა თავიდან აირიდონ დამოუკიდებელი არჩევანის პასუხისმგებლობა.

*სანამ თვითონ არ დაიჯერებ, მანამდე არაფერი არ მოხდება.

*ტკივილს ვერასდროს დააღწევ თავს, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია აირჩიო ის, ვინც ტკივილს არ მოგაყენებს.

*ყოველთვის უკეთესია იყო ცუდ ხასიათზე მეგობრებთან ერთად, ვიდრე კარგ ხასიათზე და აბსოლუტურად მარტო.