LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუკლინ ბექჰემი Spice Girls-ის ოფიციალური ფოტოგრაფი გახდა (ფოტო)

126

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ Spice Girls-ის ხუთივე წევრმა ერთობლივი მუსიკალური ტურნეს დაწყების შესახებ გაფორმებულ კონტრაქტს ხელი მოაწერა. დღეს კი გამოცემა „დეილი მეილი“ კიდევ ერთ ახალ ამბავს ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ პოპულარული გოგონების კონცერტებსა და ტურნეს მსვლელობის ოფიციალურ ფოტოებს ვიქტორია ბექჰემის უფროს ვაჟი, ბრუკლინ ბექჰემი გადაიღებს. დამწყები ფოტოგრაფისთვის ეს პირველი ოფიციალური სამსახური იქნება და ამისთვის ის სოლიდურ თანხას მიიღებს.  სწორედ ბრუკლინ ბექჰემს ექნება უფლება გაავრცელოს ჯგუფის წევრების ფოტოები, როგორც საკონცერტო ნაწილის, ასევე პირადი არქივიდან.

ბრუკლინ ბექჰემი ამჯერად ნიუ-იორკის ფოტოგრაფიისა და ხელოვნების სკოლაში სწავლობს. ეს მისთვის პირველი მაღალანაზღაურებადი და სოლიდური სამსხურია. Spice Girls პირველ კონცერტს უკვე ზაფხულში გამართავს, მუსიკალური ტურნე ბრიტანეთიდან აიღებს სათავეს.

A post shared by bb (@brooklynbeckham) on

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები