LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუკლინ ბექჰემს დედის მიერ შედგენილი მკაცრი წესების დაცვა უწევს

201

ვიქტორია ბექჰემს უფროსი შვილი მკაცრი კონტროლის ქვეშ ჰყავს. დიზაინერი 16 წლის ბრუკლინს უფლებას აძლევს, მეგობარ გოგონას სონია ბენ ამარს შეხვდეს მხოლოდ მკაცრი წესების მთელი კოდექსის დაცვით, რომელიც ბრუკლინისთვის თავად შეიმუშავა.

თავდაპირველად, ვიქტორიამ დაავალდებულა ბრუკლინი, სონიასთან შეხვედრისთვის ნებართვა მის მშობლებს სთხოვოს. როდესაც ბიჭმა დედის მოთხოვნა გააპროტესტა, ვიქტორიამ შეახსენა, რომ სონია მხოლოდ 16 წლის არის და ის ჯერ კიდევ ბავშვია, როგორც თავად ბრუკლინი.

შემდეგი წესი ბექჰემების  შვილს კიდევ უფრო ნაკლებად მოსწონს – მისი შეხვედრები მეგობარ გოგონასთან აუცილებლად შუაღამის დადგომამდე უნდა დასრულდეს და ამასთან, შეხვედრა მხოლოდ კვირაში ერთხელ უნდა შედგეს.

„შენს ასაკში ადამიანმა უნდა ისწავლოს და სისულელეებში დრო არ კარგოს,“ – არწმუნებს შვილს ვიქტორია.

ბრუკლინი ჯერ-ჯერობით ემორჩილება დედის მითითებებს, თუმცა მას ძალიან სწყინს, რომ პატარა ბავშვივით ექცევიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები