LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა კიკაბიძე კიევში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრა

218
ვოლოდიმირ ზელენსკი და ბუბა კიკაბიძე

მომღერალი და „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე კიევში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრა. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. კიკაბიძის უკრაინაში ვიზიტს ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელი, მარია ბარაბაში.

კიკაბიძის ვიზიტის მიზანი სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქმე და ამასთან, ექსპრეზიდენტის უკრაინისთვის შესაძლო გადაცემის საკითხების განხილვა იქნება. ბარაბაშის ინფორმაციით, შეხვედრა ხვალ, დღის პირველ ნახევარში შედგება.

მისი თქმით, მათ პირადად მიმართეს ბუბა კიკაბიძეს იმისთვის, რომ მხარეებს შორის აუდიენცია შედგეს და ამასთან, უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში უფრო აქტიურად იყოს ჩართული.

„მოხარულები ვართ, რომ ბუბა კიკაბიძემ სურვილი გამოიჩინა და კიევში ჩამოვიდა. მისი მიზანია აქ, უკრაინაში შესაბამის პირებთან ერთად ის კრიტიკული სიტუაცია განიხილოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს ამყოფებენ.

სწორედ ამ მიზნით, ვახტანგ კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და ყველაფერს მოუყვება. მოხარულები ვართ პრეზიდენტის ჩართულობით, რადგან ახლა პოლიტიკური ჩარევისა და ზეწოლის გარეშე ქართული მხარე, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვისთვის არაფერს გააკეთებს,“ – განუცხადა ტვ „ფორმულას“ მარია ბარაბაშმა.