LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა კიკაბიძე: მე პირველი ჩამოვალ მოსკოვში კონცერტის გასამართად, ჩვენი შერიგების შემდეგ

1344
inx960x640

ქართველმა მსახიობმა და მომღერალმა ბუბა კიკაბიძე Комсомольская правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში თბილისში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მომღერალი ამბობს, რომ რუსეთთან შერიგების შემდეგ, ის პირველი ჩავა მოსკოვში კონცერტის ჩასატარებლად და მხოლოდ მაშინ იმღერებს.

“ერთხელაც ჩვენ შევრიგდებით და თუ ცოცხალი ვიქნები, რაშიც დიდი ეჭვი მეპარება, მე პირველი ჩამოვალ მოსკოვში კონცერტის გასამართად შერიგების აღსანიშნავად და ვიმღერებ. ადამიანი უნდა გრძნობდეს თავის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ქვეყანა პატარაა. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის დროებითი ფენომენია. ჩვენ არ უნდა გავუფუჭოთ ერთმანეთს ცხოვრება.

ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქვეყნები – რუსეთი და საქართველო. მამაჩემი 1942 წელს ქერჩში გარდაიცვალა და ვერ წარმომედგინა, რომ რუსულ ტანკს ვნახავდი ჩვენთან. ხალხი პატივს სცემდა ერთმანეთს, მაგრამ “უფროსი ძმის” ზეწოლას ყოველთვის ვგრძნობდი“- განაცხადა ბუბა კიკაბიძემ

ჟურნალისტის კითხვაზე –  „მაგრამ „უფროსმა ძმამ“ მოგცათ სამსახური“ ქართველი მომღერალი ასე პასუხობს:

„მე ნამდვილად მენატრება ჩემი რუსული სიმღერები, მაგრამ როცა მინდა რუსულად სიმღერა მივდივარ უკრაინაში და იქ ვმღერი“ – ამბობს ბუბა კიკაბიძე და აგვისტოს ომსა და ქართველების რუსეთიდან დეპორტაციას იხსნებს.

გარდა ამისა, ინტერვიუში მომღერალმა გავრილოვის ღამეც შეაფასა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

რუსი დეპუტატი დაპატიჟეთ და შემდეგ თვითონვე გააგდეთ,ახლა კი რუსეთია დამნაშავე?

მე მხოლოდ რუსეთს არ ვადანაშაულებ. ყველასთვის მოულოდნელი იყო ის, რომ ჩამოდის დელეგაცია და თავმჯდომარის ადგილას ჯდება გავრილოვი, რომელიც იციან, რომ აფხაზეთის ომთან იყო დაკავშირებული.

გავრილოვი ამბობს, რომ აფხაზეთთან არანაირი შეხება არ ჰქონია

რა თქმა უნდა, უარყოფს. ყველა უარყოფს! მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სავარძელში ჩასვეს, თვითონ არ გადადგამდა ამ ნაბიჯს, მაგრამ ვინ ჩასვა?!

რუსებს არ ჩაუსვამთ..

რუსებს არა,  მაგრამ ქართველმა, რომელიც რუსეთის მთავრობის გეგმით თამაშობს. აი, რაშია საქმე.

და რატომ გააგდეთ ის? ნამდვილად არ შეეფერება კავკასიურ ქმედებას

და რამდენი ხანი შეიძლება ამის მოთმენა? ახლა ის ჩამოვიდა, ხვალ სხვა ჩამოვა, შემდეგ კი რომელიმე გენერალიც.

ის თქვენ თვითონვე დაპატიჟეთ…

სწორედ ამის გამო ვითარდება მოვლენები საქართველოში ასე. აკრიტიკებენ იმას, ვინც ის დაპატიჟა.

რუსეთი აქ რა შუაშია?

რუსეთი არაფერში

მაშინ ობიექტურად გვითხარით, ბატონო ბუბა, რატომ შეარცხვინეთ გავრილოვი ასე და რატომ გააგდეთ ქვეყნიდან?

მოდით აგიხსნით, ჩემთან მოჰყავთ სტუმარი, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს რომ მოვიდეს, მან მხარი დაუჭირა აფხაზეთის გამოყოფას საქართველოდან. დაპატიჟეს, ხალხისთვის არ უკითხავთ,ჩვენებმა დიდი შეცდომა დაუშვეს,რატომ მიეთრევი პარლამენტში, სადაც ქვეყნის მართველობა ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობს? – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ

შეგახსენებთ, რომ ბუბა კიკაბიძემ რუსეთში მოღვაწეობა 2008 წლის ომისა და რუსეთის მხრიდან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ შეწყვიტა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები