LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდაპეშტისკენ პირდაპირი ავიარეისის დანიშვნა თბილისიდანაც იგეგმება

116
travel

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვირივშვილი უნგრეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის Unitravel Management -ის  დირექტორსა და დამფუძნებელს შეხვდა.

შეხვედრაზე თბილისსა და ბუდაპეშტს შორის პირდაპირი ავიარეისის დანიშვნის შესაძლებლობა განიხილეს.   Unitravel Management  განსაკუთრებით დაინტერესდა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებით. უნგრეთის ტურისტულ ბაზარზე  საქართველოს ცნობადობის გაზრდის  მიზნით  მარკეტინგული კამპანიების ჩატარება და  პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზება იგეგმება.

აპრილში  საქართველოში პრეს და გაცნობითი ტური მოწყობა. ტურში მონაწილეობას  მიიღებენ უნგრეთის წამყვანი მედია საშუალებების და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები.

ტურის მონაწილეები გაეცნობიან  საქართველოს კულტურას, ისტორიას, ქართულ სამზარეულოს და ღვინის ტრადიციულად დამზადების წესებს.

ასევე დაგემილია საქართველოს სამთო კურორტებზე გაცნობითი ტურის მოწყობა უნგრეთის ტურისტული კომპანებისათვის. 

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს  უნგრეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა  +14.1 %-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები