LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა პეტრიაშვილი: „ჩვენი ჯიგრები უბაგუნებენ გემრიელად, გუშინდელი საჰაერო თავდასხმა კარგად მოიგერიეს! კიევში საერთოდ, ვერც ერთი რაკეტა ვერ ჩამოვარდა და ვერც დრონი! გამოცხვება რეზოლუცია, რომ რუსეთი ტერორისტი ქვეყანაა“

60
Untitled design

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აბა, დილა მშვიდობისა მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოვიდა ამბების დასტით!

ფრონტით დავიწყოთ:

დნიპროს მარჯვენა ნაპირის გასწვრივ ჩამწკრივდნენ ჩვენი ჯიგრები და უბაგუნებენ გემრიელად, ისე გემრიელად, რომ მარცხენა ნაპირიდან სულ შითე და შითე მიჰქუსლამენ ურდოსები! არა და, უკვე ისეთ მანძილზეა, რომ ყირიმსაც დაუძაბავად სწვდება!

ზაპოროჟიეში ჰულიაპოლესკენ გაიქაჩნენ ურდოსიკები, მაგრამ მოხვდათ დინგში! ჰამაც, წვიმები წამოიდა და ფრონტის გაყოლება დიდი მიდი-მოდი ვერ იქნება პაწა ხანს!

ბახმუტი/ავდეევკა უცვლელად და უსიკტილოდ ჩვენია, ურდოს კიდე ახალი ასეულები კობზონისკენ მიუვლენია!

პავლივკაში პაწა შემოიწიენ კიდო, მარა ახლა სულ ხელის გულზე არიან და ვუჰლედარიდან და სხვა სიმაღლეებიდან ჩამარხავენ ჩვენები ახალ ათასებს!

გუშინდელი საჰაერო თავდასხმა კარგად მოიგერიეს ჩვენებმა! კიევში საერთოდ ვერც ერთი რაკეტა ვერ ჩამოვარდა და ვერც დრონი!

რაც მეტი ნასამს და ირის გვექნება, მით უფრო დაფიქრდება ურდო ასეულობით მილიონი დოლარის რაკეტების სროლაზე!

უსიკა პესკოვმა, სამოქალაქო ობიექტებს იმიტომ ვურტყამთ, რომ მოლაპარაკებები ვაიძულოთო! მაგარი ცირკები ხდება: პროპაგანდონების ერთ-ერთ გადაცემაში შამაარტყეს თავად პესკოვს, სულ არ იყო ელექტრობა და ისე იგებდა ხალხი ომებსო!

მე მგონი ურდოსტანში ახალი თავისუფალი სამყარო – პროპაგანძია იქმნება, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, მარა რაღაც ძაან შეაჩვიეს ენა ცისფერი ეკრანებიდან ნაჩალსტვასა! ა შტო სლუჩილსა?

ასეა თუ ისე, ჩვენების პაუხი უცვლელია: დაახვიეთ აქედან და მერე დევილაპარაკებთ, მანამდე იალა კობზონის კონცერტზეო!

ჰააგაში, როგორც იქნა, გამოცხადდა გადაწყვეტილება: გირკინი და კიდევ ორი ნაძირალა სამუდამო პატიმრობით „დააჯილდოვეს“ სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის! 8 წელი გავიდა.

სამაგიეროდ, ევროპარლამენტი უფრო სწრაფად შეთანხმდა ტექსტზე და გამოცხვება რეზოლუცია, რომ რუსეთი ტერორისტი ქვეყანაა!

უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ იმსხვრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები