LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა პეტრიაშვილი: „ფრონტის მთელ გაყოლებაზე მიდის პოზიციური ბრძოლები, ყველაზე მაგრად ისევ დონეცკში ცხელა, უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა ვრცელდება, მართლა რამდენი მკვდარი რუსია სართულებად დაყრილი…”

72
BeFunky-collage (2)

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურ რეჟიმში გვიზიარებს.

პეტრიაშვილი, ამჯერადაც, აქვეყნებს მორიგ პოსტს, სადაც ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს აჯამებს.

“#BუკაDეილიNიუსი #BDN გაახლებთ ახალი ამბების დასტას!

ფრონტის მთელ გაყოლებაზე მიდის პოზიციური ბრძოლები. ყველაზე მაგრად ისევ დონეცკის მიმართულებაზე ცხელა. დონეცკის მიმდებარედ ავდეევკა, მარინკა, პერვომაისკოეს და ნოვომიხაილოვკის მიმართულებებზე მიდის გააფთრებული ბრძოლები, ისევე როგორც ბახმუტის მიდამოებში. რატომ? მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგიური დანიშნულებით ურდოსთვის. პუტინს უნდა, რომ ქალაქ დონეცკის ირგვლივ შექმნას რაიმე დემილიტარიზებული არეალი და იტრაბახოს სახლში, რომ აი როგორ წარმატებას მიაღწია. ამ დროს, უკვე უამრავი ფოტო და ვიდეო მასალები ვრცელდება, მართლა რამდენი მკვდარი რუსია სართულებად უკვე დაყრილი ყველა ამ მიმართულებაზე. სხვათა შორის, ხერსონის მიმართულებაზე, ურდო ცხედრებს წვავდა ნაგავსაყრელზე. რუსები ხო თავისიანებს არ ტოვებენ :(((((

სვატოვო-კრემენნას მიმართულებით გრძელდება პოზიციური ბრძოლები და არტილერიული დუელი.

ზაპოროჟიეს მიმართულებაზე მისცხეს ჩვენებმა ურდოს დროებით ოკუპირებულ ტოკმაკში.

ატეხა ურდომ ისტერიკა, მოდის ზაპოროჟიეზე შეტევით უკრაინა და ატყდა წიოკი, ზაპოროჟიეს ატომური ელ.სადგურიდან გადის რუსეთიო. პრინციპში, ხერსონის მერე რაშკაში საერთოდ არაფერი გაუკვირდებათ, რაღაც გადაჯგუფებები მართლა მიდის ზაპოროჟიეში და ურდო უკან დახევით ახალ პოზიციებზე იწყებს ზღუდეების მოწყობას. ფაქტია, ურდო თავის პირით აღიარებს, ენერგოდარის სადგურის დაბომბვა შეწყდება, თუ უკრაინა როსატომთან გააფორმებს შეთანხმებას გარანტიების შესახებო ?

რუსეთის ბელგოროდში მართლა სერიოზული პანიკაა, თავდაცვის მე-5 ზღუდეს აშენებენ და უკრაინის არმიის შეჭრისგან თავდასაცავად ემზადებიან. უაი ნოთ? ომი ომია – ბელგოროდშიც შეიძლება და კურსკშიც ?

– სამხრეთისკენ პოზიციური ბრძოლებია და არტილერიული დულეი გრძელდება.

აი ყირიმში კი გუშინ საღამოს ხმაური იყო. სევასტოპოლი, ევპატორია, ბალაკლავის თბოელექტროსადგური – ჩვენების კამიკაძე დრონების სამიზნე იყო. დღეს გაირკვევა უფრო მეტი!

კიევი-პეჩორის ლავრაში უშიშროების სამსახურმა გუშინ სპეც.ოპერაცია ჩაატარა. დეტალები გაირკვევა ალბათ!! აგენტურა ყველგან უნდა გამოვლინდეს, მითუმეტეს რელიგიურ დაწესებულებებში, რომელიც მოსკოვის საპატრიარქო/კაგებეს კონტროლის ქვეშ არის;

16 სენატორმა მიმართა თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს უკრაინისთვის რუხი არწივის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გადაცემაზე; ვნახოთ, რა იქნება ამჯერად პასუხი;

დღეს ევროპარლამენტმა უნდა მონათლოს წესით ურდოსტანი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ;

დღესვე უნდა შეთანხმდეს რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი 5 დეკემბრამდე (სავარაუდოდ 60-70 დოლარი იქნება), როდესაც ძალაში შევა ემბარგო რუსულ ნავთობზე;

დღეს იწყება ერევანში კუხოს, იგივე ოდეკაბეს სამიტი. გუშინ ერევანმა დემონსტრირება მოახდინა, როგორ “უხარიათ” პუტლერის და ლუკაშას ჩამსევრება ერევანში. უკრაინული დროშებით და “როსია, ვონ” “ძირს კუხო” გუშინ მშვენივერი მიტინგი გაიამართა ერევანში!

ცავატანემ ჯიგრებო!

ევროკავშირმა 2.5 მილიარდი ევრო გამოუყო უკრაინას პირდაპირი ფინანსური დახმარების სახით, ამერიკამ კი – 4.5 მილიარდი დოლარი!

უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ნადგურდება!
დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!

გილოცავთ გიორგობას მოზეიმე ქართველებს და განსაკუთრებით გიორგებს!” – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები