LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა პეტრიაშვილი: „ყველაზე ბოლო ამბავი დილიდან: „მინსკი-3“ აღარ იქნება! ომის დამთავრება ძალიან სწრაფად შეიძლება.. მომავალ კვირას ევროპარლამენტი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით რუსეთს ტერორისტ ქვეყნად გამოაცხადებს!“

343
BeFunky-collage (4)

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურ რეჟიმში გვიზიარებს.

ბუკა პეტრიაშვილი, ამჯერადაც, აქვეყნებს მორიგ პოსტს, სადაც ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს უყრის თავს. ამასთან, ეხმაურება ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარე „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტს და ონლაინ მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მთავარ გზავნილებზე წერს.

ბუკა პეტრიაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აბა, დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN გუშინდელი ხერსონის კადრების შთაბეჭდილებით აღვსილი მოვიდა ცხელ-ცხელი ამბების დასტით!

ესეიგი, ვატყობ, სულ რაიონ-რეგიონ დავისწავლით ჩვენს მოძმე უკრაინას თავის გეოგრაფიული თავისებურებებით და ისტორიული წიაღსვლებით!

ახლა კინბურნის ნახევარკუნძულის/შვერილის ამბებში ვართ გადაშობილი თავქვე! არიქა, წამოვიდა დნიპროს მარცხენა სანაპიროზე ჩვენების დესანტიო! მერე იყო და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ოლეშკის მერმა, ქალაქი ჩვენიაო! ჩერნობაევკას საოცარი სერიალი ხო გახსოვთ? გიდა მაგი მორჩა და ახლა ჩაპლინკა დაიწყო! ეგეც, თქვენ წარმოიდგინეთ მარცხენა სანაპიროზე! არადა რაცხა რაცხები, ვერტმფრენები და სხვა ტექნიკები ეყენათ მანდ ურდოსიკებსო! ამ საქმეში, უბნობენ, რომ პარტიზნების ხელი ურევიაო! მოკლედ, ჯერ დოსტურს მოველით უშძ-სგან, მაგრამ არავინ არსად აპირებს გაჩერებას! აი მარცხენა სანაპიროზეც კაი გემრიელად რო შემოიწევენ წინ ჩვენები, მერე კი იტიროს რუსეთის სამხრეთმა! რაც გუშინ და ამ დღეებში კურსკს და ბელგოროდს სჭირთ, ე მაგ ამბავი იქნება აქეთაც!

ზაპოროჟიეში მაგარი “ვაინენა” (იზმენა-ს ალტერნატივად გთავაზობთ ???) აქვთ – არიქა, აგვართმევენ მელიტოპოლს და მთელს ზაპოროჟიესო! სწორადაც! ვერ გამოვა მერე ყასაბი სუროვიკინი და ვერ უპატაკებს მეჯოგე შოიგუს, ჯარის შენარჩუნების მიზნით გავდივართო თუ რა! ქობულეთში მელიტოპოლიდან ჩამოსულ დედა შვილს ვუთხარი, იმედი მაქვს ახალ წელს სახლში შეხვდებით თქო და ძალიან მინდა, რომ ჩემი სურვილი აუსრულდება!

ყველა თანხმდება, რომ ხერსონის დაკარგვა პუტლერისთვის იგივეა, რაც კურსკის ბრძოლა ჰიტლერისთვის იყოო, პროპაგან(კრაკა)ძილებიც მააააგრად მოთქვამენ, ასე არასდროს დედა არ გვტირებაიო, მაგრამ აი მარიუპოლიდანაც რო გაძუძგავენ, კიდევ 75% იტყვის ურდოსტანში, რომ პუტლერის ომი სამართლიანიაო ???

ლუჰანსკში დაიწყო ურდომ მზადება კრემნნადან, სევეროდონეცკიდან და რუბეჟნოედან იძულებითი ევაკუაცია! ხერსონიდან რითიც დასრულდა ეგ ამბავი და რამდენ ხანში კი გახსოვთ ???

სვატოვოზე განაახლეს ჩვენებმა მაგარი შეტევა!

ამ ნაძირლებმა 1 დღე იჭყლოპინეს, პავლივკა ავიღეთო, მარა 1 დროშა ვერ დაკიდენ! რეიზა? იმიზა, რომ ჩვენებმა ჩოუჩაქუჩენ ვუჰლედარიდან მძიმე არტილერიით და ავიაციით! ატყდა ჭყვიტინი რუს ვაენკორებში, თუ არ მივდიოდით წინ, ამ პავლივკას მახეში რა ჯანდაბა გვინდოდაო! საერთოდ რა გინდოდათ? რას მოეთრეოდით? ან ეხლა რა გინდათ? რას ჩააცივდით ამ ბახმუტს და ახლა კიდევ ტორეცკს? მე მგონი პუტლერს მართლა დეურდოფიკაცია აქვს ჩადობილი იმ ბოტოქსით გამოჭყეპილ თავში!  ქო პატონი! იყვეს დეურდოფიკაცია!

გარეთ მაგ უჯიშოებს არ გაესვლებათ და სახლში არ ედგმოებათ? ასეთი არაფერი გენახოთ!

ახლა უცხოეთის ამბებს არ იკითხავთ!

ჯერ ანკარაში დაიბარა სიაიეის შეფმა ბილ ბერნსმა აი 23 თებერვალს როიმასუქნა თავზე პუტლერმა ის ნარიშკინი, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, არაფერი შეგეშალოთ ატომურად, თვარა ფინალიც გექნება მემენტო მორულადო!???

სანამ დიდი 20-ეული დაიწყებოდა, ჩინეთის პრემიერი გამოდგა და ურდოს ბირთვული რიტორიკა ტ…უვაში გაუკეთა, ვისაა რომ აშინებენ მაგინეფიო! ???

მერე მთლად ბალიზე ბაიდენმა და სი ძინფინმა ოლმოუსთ ბოლომდე გაუშვეს პუტლერი მარილზე, ატომს ნუ აჟღარუნებს აქ ნურავინო!

ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა 520 მილიონის შეკვეთა მივეცით ლოქჰიდ მარტინს ჰაიმარსების და მათი რაკეტების დასამზადებლადო!

სამხრეთ კორეამ ამერიკას პირველად “მიყიდა” რაკეტები უკრაინისთვის გადასაცემად!

კანადის პრემიერმა ტრიუდომ 350 მელეონი დოლარის სამხედრო დახმარებას ჩამოვდივართ დამატებითო!

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმად რუსეთმა უნდა გადაიხადოს კომპენსაცია და რეპარაციები (პუტლერისტან სულ 12 მხარდამჭერი ჰყავდა. კარგია, რომ რეზოლუციის მხარდამჭერ 90-იანებში ჩვენც ვიყავით)! ისეთი პირი უჩანს, რომ რუსების გაყინულ 300 მილიარდს უკრაინის იქით გზა არ აქვს!

მომავალ კვირას ევროპარლამენტი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით რუსეთს ტერორისტ ქვეყნად გამოაცხადებს!

ბაიდენმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, უკრაინის გარეშე უკრაინაზე არ ვაპირებ პუტლერთან ლაპარიკსო!

გამოვარდა რუსი გრუშკო (საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი სხვათაშორის), და არ არსებობს, ვერ გავიყვანთ რუსულ ჯარებს უკრაინიდანო!

ჰოდა, გვირგვინად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა, ბევრი ომი დასრულებულა მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ამ ომის ბედი ბრძოლის ველზე გადაწყდება და თანაც ისე, როგორც უკრაინას და ზელენსკის სურსო!

ხო, აი ამ ყველაფერს რომ ლამასი გვირგვინი დავასვათ, მართლა რკინის კაცმა ვალერი ზალუჟნიმ, თავის ჯიმაკოჩ მარკ მილის უთხრა, უკრაინის შეიარაღებული ძალები არავითარ მოლაპარაკებებზე არ წავა ურდოსთანო!

მართლა ყველაზე ბოლო ამბავი დილიდან: ზელენსკიმ ბალის 20-ეულის სამიტს მიმართა: “მინსკი-3 აღარ იქნება! ომის დამთავრება ძალიან სწრაფად შეიძლება. რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და გადაიხადოს რეპარაცია/კომპენსაციები”!

აბა ახლა ამ ყველაფრის მერე ვინმე რამე განსხვავებულს იტყვის, გარდა იმისა, რომ:

უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ნადგურდება!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები