LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნებრივის აირის აფეთქება ქუთაისში – დაშავდა 75 წლის მამაკაცი

2-1528664455-1024x683-1535284633-1024x683

ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რომლის მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. დაიწვა 75კვ.მ. ფართობის ოთახი.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის დროს სახლში 75 წლის ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც სხეულის დამწვრობა მიიღო.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.