LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურჭულაძე პრეზიდენტზე: არაადეკვატური ქალი დაგვინიშნეს, საერთოდ ვერ ხვდება სად ცხოვრობს

126
BeFunky-collage

“სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე პრეზიდენტის საქმიანობას აფასებს და ამბობს, რომ „ის საერთოდ ვერ ხვდება სად ცხოვრობს და რა არის ხალხის გულისტკივილი.“ როგორც ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, ქვეყნის დეგრადაციის პროცესი ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს ქვეყანა ერთი კაცის კომპანიად გადააქციოს.

მის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ყველა მწვავე პრობლემა, რაზეც დღეს ხმამაღლა საუბრობენ ჩემთვის უკვე ცხადი იყო 2016-ში. საქართველოს მოსახლეობის უკიდურესი სიღარიბე, ივანიშვილის მიერ ქვეყნის ერთი კაცის კომპანიად ქცევა, საგარეო კურსი – იყო ის მთავარი საკითხები, რის გამოც ჩამოვაყალიბე მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“. მთავარი ის არის, რომ მაშინ ხალხს არ ჰქონდა ბოლომდე გაცნობიერებული ქვეყნის დეგრადაციის პროცესი. სამწუხაროდ, არც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა ქუჩაში გაკრული 8 წლის წინანდელი ხელისუფლების საფრთხობელა-ბანერებით გვაშინდებდნენ და უცხო ქვეყნიდან ჩამობრძანებული არაადეკვატური ქალი დაგვინიშნეს. ის საერთოდ ვერ ხვდება სად ცხოვრობს და რა არის ხალხის გულისტკივილი.“
რატომ ვიგვიანებთ მუდმივად? რატომ ველოდებით სანამ ბოლომდე არ გაფუჭდება საქმე? მაინცდამაინც სახელმწიფოებრიობა უნდა დავკარგოთ, რომ მივხვდეთ ვის ხელში ვართ ჩავარდნილი?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები