ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში გახსნილმა სასტუმრომ „ბუნებასთან სიახლოვეს“ სრულიად ახალი აზრი შესძინა. კურორტმა მსოფლიო პოპულარობა მდიდრული „ბურთულა“ სახლების დამსახურებით მოიპოვა. თანაც სახლები სპილოებით დასახლებულ ტერიტორიაზეა განთავსებული და ეს იმას ნიშნავს რომ სტუმრები მარტო არასდროს რჩებიან.

პროექტის ავტორთა ინფორმაციით, 236 კვადრატული მეტრის ფართობის „ბურთულა“ ყველა საჭირო ინვენტარითაა უზრუნევლყოფილი. დამსვენებლებს საძინებელი და მისაღები სივრცე დახვდებათ, რაც ძალიან კომფორტულ გარემოს ქმნის. იმისათვის, რომ ბურთულის დატოვება არ მოუხდეთ, მომსახურე პერსონალი სტუმრების ყველა სურვილს მომენტალურად ასრულებს, საკვებსა თუ სასმელს იქვე მიართმევს. გარეთ გასვლის შემთხვევაში კი სპილოებისთვის თავის არიდება თითქმის წარმოუდგენელია.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05