LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბუსტერი“ საჭირო გახდება, მოსახლეობის 40% როცა იქნება აცრილი: ამირან გამყრელიძე

166
ამირან-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ე.წ. „ბუსტერ“ დოზა მაშინ იქნება საჭირო, როდესაც მოსახლეობისა 40 პროცენტი იქნება აცრილი.

მისივე განმარტებით, ქვეყანას ამჟამად „ფაიზერის“ დაახლოებით 600 000 დოზა აქვს, აქედან 400 000-მდე დოზას ვადა აქვს წლის ბოლომდე, ხოლო 200 000-ს ნოემბრის ბოლომდე.

„ჩვენ ვთქვით, რომ როცა ავალთ აცრილი მოსახლეობის 40%-ზე, და იმედია ეს იქნება ოქტომბერში, შემდეგ ვიმსჯელებთ ამაზე. მანამდე ნუ წავართმევთ ამ დოზებს სხვას, ვინც არ არის აცრილი. ჯერ უნდა აიცრას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, კიდევ მეტი. ბუსტერი საჭირო გახდება.

ფაიზერის“ ვაქცინა არ დაგვრჩება. „ფაიზერის“ სადღაც 600 000-მდე დოზაა. 400 000-მდე დოზას ვადა აქვს წლის ბოლომდე, 200 000-ს ნოემბრის ბოლომდე. „ფაიზერმა“ ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა დასკვნები, რომ სამი თვით კიდევ უგრძელებენ ვადას. 600 000 დოზის ათვისებაში ვერ ვხედავ პრობლემას, თუ ინტენსიურად ვიმუშავებთ. „ფაიზერზე“ მოთხოვნილება ყოველთვის დიდი იყო. ახლა შედარებით მოიკლო, მაგრამ „ფაიზერი“ არ გაფუჭდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები