LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცაში ვახშმობას საქართველოში, ნებისმიერ ლოკაციაზე შეძლებთ – ნახეთ როგორ ერთობიან მცხეთაში (ვიდეო)

978
78287203-478247606140857-4668640823825399808-n

საქართველოში ცაში ვახშამის მოწყობა ნებისმიერ ლოკაციაზეა შესაძლებელი. რესტორანი Dinner in the Sky პორტატულია და მისი წაღება ქვეყნის ნებისმიერ რეგიონსა და წერტილშია შესაძლებელი. ამის დასტურია ის ვიდეოც, რომელიც მცხეთაშია გადაღებული და რომელსაც სოციალურ ქსელში თავად რესტორნის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

როგორც რესტორნის მენეჯმენტში აცხადებენ, ამჟამად Dinner in the Sky მცხეთაში ჰქონდათ გადატანილი. „ვმუშაობთ კორპორატიულ შეკვეთებზე და ჩვენი კლიენტების სურვილიდან გამომდინარე, შეგვიძლია რესტორანი იქ მივიტანოთ და განვათავსოთ, სადაც მათ სურთ“, – აცხადებენ Dinner in the Sky-ში.

შეგახსენებთ, საქართველოში ფუნქციონირება ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი კონცეფციის რესტორანმა 2019 წლის მაისში დაიწყო. კვების ობიექტი კოჯორში, „ბიოლის“ ცენტრშია განთავსებული.

რესტორნის ოფიციალური სახელწოდება Dinner in the Sky-ია და ის ამავე სახელწოდების კონცეფციის მიხედვით აშენდა. აღსანიშნავია, რომ Dinner in the Sky-ის კონცეფციის რესტორნები მსოფლიოს 70 ქვეყანაში ფუნქციონირებს, პირველი კი 2006 წელს ბელგიაში გაიხსნა.

ქართველებმა ცაში ივახშმეს - კოჯორში ინოვაციური რესტორანი გაიხსნა (ფოტო-ვიდეო)

50 მეტრის სიმაღლეზე დაკიდებულ რესტორანს ერთდროულად 22 ადამიანის მომსახურება შეუძლია.

რაც შეეხება უშუალოდ კოჯორში აშენებულ Dinner in the Sky-ის რესტორანს, ის სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს 50 მეტრის სიმაღლეზე, სპეციალურ ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან ივახშმონ. როგორც Dinner in the Sky Georgia-ს ვებგვერდზე წერია, ფრენა სრულიად უსაფრთხოა. აღსანიშნავია, რომ რესტორანს ერთდროულად 22 ადამიანის მომსახურება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები