LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცდილობენ, აჩვენონ „მეგობრობა საზღვრებს გარეშე“ – ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ 

65
ჩინეთის არმია

30 აგვისტოს ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაიწყებენ. ამის შესახებ „Financial Times“ წერს და აღნიშნავს, რომ დაგეგმილი სწავლება კრემლის გეგმაა იმის საჩვენებლად, რომ საქმე ძველებურადაა, მიუხედავად იმისა, რაც უკრაინაში ხდება.

The „Vostok“ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. გამოცემის ინფორმაციით, წინა წვრთნებზე, რომელიც 2018 წელს ჩატარდა, რუსეთის, ჩინეთის და მონღოლეთის მხრიდან 300 000 სამხედრო მონაწილეობდა.

დასავლელი ოფიციალური პირები და თავდაცვის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ, აჩვენონ „მეგობრობა საზღვრებს გარეშე.“ ის ასევე ხაზს უსვამს კრემლის შესაძლებლობას, დაამყაროს კავშირები არადასავლელ პარტნიორებთან, ბელარუსის და ინდოეთის ჩათვლით, რომლებიც წვრთნებს შეუერთდებიან.

ოფიციალურმა პეკინმა კი ხაზი გაუსვა, რომ მისი მონაწილეობა აღმოსავლეთის წვრთნებში „მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონალურ ვითარებასთან დაკავშირებული არ არის.“ ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები გასულ წელს ჩაატარეს. მაშინ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ამაში ვერაფერს ახალს და მნიშვნელოვანს ვერ ხედავს.

როგორც „Financial Times“ დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსის შეფასებით წერს, „ის ფაქტი, რომ „Vostok“ ნიშნავს აღმოსავლეთს, ამბობს ყველაფერს, რისი ცოდნაც საჭიროა“. ის მიუთითებს მოსკოვის მხარდაჭერაზე ჩინეთისადმი, როცა აშშ-ის კონგრესის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. ვლადიმირ პუტინმა პელოსის ვიზიტს „ფრთხილად დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა.

ტიპური „ამერიკული ღიმილი“ სარკასტული პოლიტიკის მიღმა – ვინ არის ყველაზე გავლენიანი 82 წლის ნენსი პელოსი

როგორც საერთაშორისო მედია წერს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მაღალი რანგის მქონე ქალი პოლიტიკოსია. 

„რუსეთმა დასავლეთთან საინფორმაციო ომი წააგო, ახლა პუტინი აღმოსავლეთს აჩვენებს, რომ რუსული ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება: „ჩვენ უკრაინაში ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ვართ ძლიერები და ვაპირებთ, რომ გავიმარჯვოთ“. – განაცხადა ანალიტიკოსმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები