LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცდილობს, თავი შლეგად მოგვაჩვენოს” – ბოკერია კობახიძეს პასუხობს

141
ბოკ კობ

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას პარლამენტში ჟურნალისტებმა სთხოვეს შეეფასებინა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის თანახმად მას „ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი არ ახსენდება”.

ბოკერიას შეფასებით, კობახიძე ცდილობს, თავი შლეგად მოგვაჩვენოს.

რა უნდა გითხრათ, მე მგონი, ეს კაცი ცდილობს ჩვენს მოტყუებას… ზოგადად, კლასიკოსები გვყავს. მგონი, ბოროტი სულიც ახსენა, ხომ?! „გალაკტიონში არის დემონი, ჩემში კი უფრო ანგელოზია” – წალენჯიხელი გენიოსის სიტყვებით გველაპარაკა. მე მგონი, ცდილობს, რომ მოგვატყუოს, ასეთი სულელი არ შეიძლება რომ იყოს. კიდევ ერთი კლასიკოსია და ის ამბობდა ხოლმე – ბრძენი უნდა იყო და შლეგად უნდა მოაჩვენო ხალხს თავიო და მე მგონი, ცდილობს, რომ უფრო შლეგად მოგვაჩვენოს თავი, ვიდრე არის, იმიტომ, რომ ვერ წარმომიდგენია, ასეთი სისულელის კორიანტელი როგორ შეიძლება თქვას“, – განაცხადა ბოკერიამ.

ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი საქართველოს ისტორიაში არ მახსენდება - კობახიძე

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას წარმატების არანაირი რესურსი არ აქვს,

შეგახსენებთ, გუშინ POST TV-ს  ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. კობახიძემ დასძინა, რომ გიგა ბოკერია ნომერ პირველი გოიმია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები