LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცერცვაძე: როცა გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, რომ მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ

119
ტენგიზ 33

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა მის გარშემო ატეხილ სკანდალზე.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცერცვაძე თანამდებობას დატოვებდა. 

„ჩემი განცხადების პირდაპირი ადრესატი მინისტრი არ ყოფილა, თუმცა მის მიმართ უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა. მაშინ, როდესაც მინისტრმა მილიარდის და ცარიელი საწოლების თემა გააჟღერა, არ განმარტა, თუ ვინ იყო ბრალდების ადრესატი, არ განმარტა, სად წავიდა ეს მილიარდი – საქმეში დაიხარჯა, თუ გაიფლანგა, – ასე პასუხობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კითხვას, ვინ იყო მისი კრიტიკული განცხადების ადრესატი, ვის გამოც თანამდებობიდან გადადგომასაც კი აპირებდა.

ძალიან მოულოდნელი ჩემი ამ საქმეში გარევა – რა განმარტებას აკეთებს თენგიზ ცერცვაძე

როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, „ხინჯი ჰქონდა, რატომ გააკეთა მინისტრმა განცხადება დაზუსტების და ზუსტი ადრესატის მინიშნების გარეშე“.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მისი განცხადების შემდეგ ჯანდაცვის ახალ მინისტრთან კომუნიკაცია ჰქონდა და „თუ არ ჩათვლის ჯანდაცვის სექტორისადმი მინისტრის ბოლო გამონათქვამებში არსებულ უზუსტობებს, მის ბევრ წამოწყებას მხარს უჭერს“.

„კომუნიკაცია იყო. მე მინისტრთან არც მანამდე და არც შემდეგ სერიოზული უთანხმოება არ მქონია, პირიქით თანამოაზრეები ვიყავით. მას გვერდში ვედექი ყველა დიდ წამოწყებაში და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. მე მაინც დამრჩა ხინჯი, კერძოდ, რატომ გააკეთა მინისტრმა განცხადება დაზუსტების და ზუსტი ადრესატის მინიშნების გარეშე? მინისტრიც ადამიანია. მე არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ყველაფერი მომეწონა, რაც მან თქვა.

თუ არ ჩავთვლით, მინისტრის ბოლო გამონათქვამებში არსებულ უზუსტობებს, რომელიც სამწუხაროდ, ინსინუაციების მიზეზი გახდა, ყველა მის წამოწყებას დადებითად ვაფასებ, უფრო მეტიც, მე მხარდამჭერი და ბევრი მის მიერ გაკეთებული წამოწყების უშუალო მონაწილე ვიყავი.

მინისტრის მხრიდან ძალიან დიდი წამოწყებაა მედიკამენტების გაიაფება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რაციონალიზაცია, ხარჯეფექტური პროგრამები, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას. როგორ შეიძლება ამ ყველაფერში მხარი არ დავუჭირო? ყველაფერში გვერდში ვედექი და დავუდგები, თუმცა მისი ცალკეული გამონათქვამები მიუღებელი იყო“, – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები