LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკომ ლადო ბედუკაძის პარტია “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა

100

ცესკომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა.

შესაბამისი განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოსცა.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ გააჩნია იურიდიული ძალა. შესაბამისად, ხელი მოვაწერე განკარგულებას, „ცენტრისტების“ რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ. ეს უფლებამოსილება გააჩნია ცესკოს თავმჯდომარეს ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები