LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაანაცვლებს თუ არა მანქანური ინტელექტი ადამიანურ ინტელექტს – ზეინეპ ტუფეკჩის რეკომენდაციები

ZeynepTufekci_2016T-embed

დღეს სულ უფრო ხშირად გვესმის მანქანური ინტელექტის შესახებ. ამბობენ, რომ შეიძლება მან ადამიანური ინტელექტი ჩაანაცვლოს. რამდენად ვდგავართ აღნიშნული საფრთხის წინაშე – ამის შესახებ TED-ზე სპიკერმა ზეინეპ ტუფეკჩიმ ისაუბრა.

იგი ამბობს, რომ მანქანური ინტელექტი ჩვენი აწმყოა. ადამიანები იყენებენ მას სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღებისას. ზეინეპ ტუფეკჩის აზრით, მოაზროვნე მანქანებმა შესაძლოა  ისეთი შეცდომები დაუშვან, რომელიც ადამიანებისთვის არაა დამახასიათებელი. ამიტომ  მანქანური ინტელექტით კადრების შერჩევა მისთვის მიუღებელია.

“კადრების ალგორითის სისტემას თანამშრომლები მანქანური სწავლების გამოყენებით აჰყავს. სისტემა კადრებს არჩევს არსებული თანამშრომლების მონაცემების მიხედვით. გამოთვლით სისტემებს ბევრი რამის ამოცნობა შეუძლიათ ადამიანების შესახებ. ის სოციალური ქსელების მონაცემების მიხედვით დეპრესიის ალბათობასაც პროგნოზირებს. სისტემას დეპრესიის პროგნოზირება სიმპტომების გაჩენამდე, თვეებით ადრე შეუძლია. თუმცა, ერთხელ კადრების მენეჯერების კონფერენციაზე მაღალი დონის მენეჯერს ვკითხე, თუ რა გარანტია ჰქონდა, რომ სისტემა ისეთ ხალხს აურჩევდა, რომელთაც დეპრესიის დიდი ალბათობა აქვთ მომავალში, ან  არ შეარჩევს სამსახურისთვის შეუფერებელ, აგრესიულ კადრებს…მაინტერესებდა რა უსაფრთხოების საშუალებები ჰქონდათ, თუმცა პასუხი ვერ გამცა, გატრიალდა და წავიდა”.

სპიკერი მიიჩნევს, რომ სისტემა შეიძლება იყოს ნაკლებად ტენდენციური, ვიდრე ადამიანი მენეჯერები, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სისტემებს ქმნიან თავად ადამიანები, შესაბამისად გარკვეულწილად უკვე ტენდენციურია. აქვე აღსანიშნავია, რომ მანქანურმა ინტელექტმა შეიძლება ისეთი შეცდომები დაუშვას, რომლებიც ადამიანური შეცდომების ხასიათში არ ჯდება. შედეგად, შესაძლოა სამუშაოზე შესაბამისი კადრი ვერ აღმოჩნდეს. აქედან დასვნა: ჩვენ ვერ გადავაბარებთ ვალდებულებებს მანქანებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები