LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაიხედეთ ტბაში და გამოსცადეთ თქვენი ბედი – სად არის მისტიური “ღმერთების ტბა” (ფოტოები)

333
mashu mtavari

მისტიური “მაშუს ტბა”, რომელიც დაახლოებით 2000 წლის წინ ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ გაჩნდა, არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ტბად ითვლება. 

11 ფანტასტიკური ტბა, რომელიც ყველამ უნდა ნახოს - რჩევები მოგზაურებს

ურბანისტული პეიზაჟები აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაა, მათ კი, ვისაც შვებულების მშვიდად გატარება სურს, აუცილებლად მსოფლიოს ულამაზესი ტბები უნდა მოინახულოს.

BBCამ უცნაური ტბის შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ის იაპონიის ძველი თაობებისთვის წმინდა ადგილად ითვლება.

ტბა თითქმის ყოველთვის ნისლითაა დაბურული, ამიტომ მასთან ახლოს მისვლა აკრძალულია.

“მაშუს” ტბა “ღმერთების ტბის” სახელითაა ცნობილი.

ადგილობრივებს სწამთ, რომ ტბაში ქალის სული ცხოვრობს.

ლეგენდის თანახმად, თუ ვიზიტორი ამ მისტიური წყლის ზედაპირს დახედავს, ის ცუდ იღბალს საკუთარ თავზე გამოცდის:

კაცები შეიძლება, გარკვეული პერიოდის მანძილზე კარიერაში ვერ დაწინაურდნენ, ქალებს კი შეიძლება, შვილი დიდხანს არ ეყოლოთ. 

ტბა წელიწადში 100 დღე სრულადაა ნისლით დაფარული. აქ ვიზიტორებს ეკრძალებათ, ნავით ტბაში გასვლა, ცურვა ან თევზაობა, მაგრამ სამი ახლოს მდებარე მაღალი კოშკიდან შეგიძლიათ მისტიური ტბის ზედაპირს დააკვირდეთ და თქვენი ბედი გამოსცადოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები