სააფთიაქო ქსელი “ჯპს” სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. გრიპის ვირუსის შემთხვევების მომატებასთან დაკავშირებით, აფთიაქი მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ რაოდენობას უსასყიდლოდ გამოყოფს.

“გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე, აფთიაქი “ჯპს” პრევენციის მიზნით, მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ რაოდენობას – 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის.

11 იანვრიდან, გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება ექსპრეს კლინიკებში შემდეგ 3 მისამართზე:
პეკინის #23/25 (10:00 – 20:00 საათებში)
ვაჟა ფშაველას #71 (10:00 – 20:00 საათებში)
ჭავჭავაძის #24 (10:00 – 20:00 საათებში)

“უფასო ვაქცინაცია გაგრძელდება ნაშთის სრულ ამოწურვამდე,” -აღნიშნულია “ჯპს”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე აფთიაქი #ჯპს პრევენციის მიზნით მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ…

Posted by ჯპს აფთიაქი – GPC Pharmacy on ხუთშაბათი, 10 იანვარი, 2019

მსგავსი თემები