“ეს დღე დღესასწაულია!”, – ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს ნათქვამი ეს ფრაზა, ქვეყანაში დღის მთავარ წინადადებად იქცა.

ავსტრალიაში დღეს ყველა ამბობს, რომ დღესასწაულია. საქმე ისაა, რომ 18 თვიანი განშორების შემდეგ, ვაქცინირებულ მოქალაქეებს პირველად აქვთ საშუალება, საკუთარ ოჯახს დაუბრუნდნენ, ნახონ მეგობრები და ჩაეხუტონ მათ.

ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა და პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, საზღვრები გახსნა.

იმ ვაქცინირებულ ავსტრალიელებს, რომლებსაც ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ, შესაძლებლობა აქვთ, იმოგზაურონ როგორც სპეციალური ნებართვის, ასევე კარანტინის გავლის გარეშე.

დღეს სიდნეის მიმართულებით პირველი რეისები სინგაპურიდან და ლოს-ანჯელესიდან განხორციელდა.

მოგზაურობის წესების შემსუბუქება ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდას უკავშირდება – ავსტრალიის ორ ყველაზე დასახლებულ შტატში, ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში 16 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის 80%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია.

18-თვიანი მოლოდინის შემდეგ, დაბრუნებისა და შეხვედრის ემოციურ კადრებს, მსოფლიო მედია ავრცელებს. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები