LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაკვეტაძე და მჭედლიძე დაბრუნდნენ, ხვიჩა მაგარია

141
44597-20190406235859

შაბათ-კვირას ევროპაში მორიგი ტური გაიმართა. სასიხარულოა, რომ რამდენიმე ჩვენთაგანმა თავი გამოიჩინა, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება, ხანგრძლივი პაუხის შემდეგ ითამაშა ლევან მჭედლიძემაც. მოკლედ, მივყვეთ.

 

ბელგიის ჩემპიონატის პირველი ექვსეულის მესამე ტურში ლიდერმა “გენკმა” ქართველების “გენტს” 2:1 მოუგო. გიორგი ჩაკვეტაძე 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და საგოლე გადაცემა გააკეთა. ქვილითაიას არ უთამაშია.

 

“ემპოლის” შემტევმა ლევან მჭედლიძემ ორთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. “უდინეზემ” “ემპოლი” 3:2 დაამარცხა. ლევანი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა. ბოლოს მჭედლიძემ სერია ა-ში თებერვლის დასაწყისში ითამაშა.

 

უნგრეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ლაშა დვალის “ფერენცვაროშმა” შინ 3:0 დაამარცხა “პაკში”. ანგარიში პირველივე წუთზე დვალის ძლიერი დარტყმის შემდეგ გაიხსნა – ბურთი მცველს მოხვდა და კარში გავიდა. გოლი მატჩის პროტოკოლში ლაშას ჩაუთვალეს.
დვალმა 8 შეხვედრაში ორჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

 

ლუკა ლოჩოშვილს სლოვაკურ “ჟილინაში” დებიუტი ჰქონდა. 20 წლის ფეხბურთელმა “დუნაისკა სტრედასთან” წაგებულ (0:1) მატჩში ითამაშა.

 

შვედეთის ჩემპიონატის მეორე ტურში „გიოტებორგმა“ „ელფსბორგს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. შეუცვლალდ ითამაშა გიორგი ხარაიშვილმა, რომელსაც გოლით გატანაც შეეძლო, მაგრამ  თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა – მეკარემ აუღო.

შვეიცარიის ჩემპიონატის 28-ე ტურში “გრასჰოპერსისა” და “ციურიხის” მატჩი 1:1 დასრულდა. ლევან ხარაბაძემ ამ მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა. მან შეუცვლელად ითამაშა. ხარაბაძის ანგარიშზე 11 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასია.

 

რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში ქართველების “ლოკომოტივისა” და “ზენიტის” ცენტრალური მატჩი 1:1 დასრულდა. რკინგზელთა შორის ძირითად შემადგენლობაში პირველად დააყენეს ხვიჩა კვარაცხელია და როგორც მწვრთნელს წინასწარ ქონდა დაგეგმილი, ის შევენებაზე გამოცვალა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას ყველა რუსული სპორტული გამოცემა აქებს.

ჯანო ანანიძის “კრილია სოვეტოვი” სტუმრად 0:1 დამარცხდა მე-3 ადგილზე მყოფ “კრასნოდართან”. ჯანომ შეუცვლელად ითამაშა. 86-ე წუთზე ანანიძეს მომენტი ქონდა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადააცილა.

 

დონეცკის „შახტარი“ უკრაინის თასის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალში მთავარი კონკურენტი კიევის „დინამო“ დაამარცხა. გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა. დავით ხოჭოლავამ ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა.

 

პორტუგალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში გიორგი არაბიძის “ნასიონალი” შინ”ავეშს” დაუზავდა – 0:0. გიორგი არაბიძემ ორთვიანი პაუზის შემდეგ ათამაშა, ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ იმის გამო, რომ 39-ე წუთზე მსაჯმა მათი გუნდის მცველი გააძევა, 44-ე გიორგი შეცვალეს.

 

 

პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურში ვაკო გვილიამ საგოლე პასი ჩაიწერა. ქართველის „გორნიკმა“ ვარშავის „ლეგიას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. გვილია 90-ე წუთზე შეცვალეს და საგოლე პასის გარდა, ყვითელი ბარათის მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები