LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი უკრაინიდან, სადაც ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება, მათ ითხოვეს მსახურების ნებართვა: საპატრიარქოს განმარტება

58
1

“უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა.” – განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს და სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში აღ­ვლე­ნი­ლი წირ­ვის დროს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­ლო­ბის შე­სა­ხებ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება, ეკლესიაში კი მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს:

“ინტერნეტსივრცეში ვრცელდება კადრები, რომელზეც აღბეჭდილია სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი წირვის დროს შესრულებული რუსულენოვანი გალობა და მსახურების ფრაგმენტები. დაინტერესებული ჟურნალისტები ითხოვენ ახსნას.

განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა.

დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს.” – აცხადებენ საპატრიარქოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები