LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილის მიმართვა მსოფლიოს

3052
Untitled (1)

პუტინის ტურისტულ ემბარგოს  ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ეხმაურება და  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს სთხოვს საქართველოში იმოგზაურონ.

“როცა 1 კარი იხურება, სხვა 100 იღება”- წერს ნაცვლიშვილი და დასძენს, რომ მხოლოდ მათი ჩასვლა საქართველოში საკმარისი არ არის და უნდა მოუყვნენ მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს და მთელ მსოფლიოს “ფანტასტიკურ ქვეყანაზე”.

“მეგობრებო ჩვენ თქვენი მხარდაჭერა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. პუტინის თავს დაესხა საქართველოს ეკონომიკას და აკრძალა ფრენები რუსეთიდან საქართველოში. სამწუხაროდ, ეს იმოქმედებს ბევრი ადამიანის სოციალურ მდგომარეობაზე, რომელთა შემოსავალიც სწრაფად შემცირდება, ჩვენი ეკონომიკა დაზარალდება, მაგრამ დიდი ხნით არა. საბედნიეროდ, საქართველოს ბოლოს და ბოლოს აქვს შანსი, ბაზრის დივერსიფიკაცია მოახდინოს და ტურიზმის სტრატეგია წინ წაწიოს დამოუკიდებელი და მდგრადი მომავლისთვის. სანამ ეს მოხდება, ჩვენი მოქალაქეები უნდა გადარჩნენ, ამიტომ ქართველებმა დაიწყეს კამპანია #იმოგზაურესაქართველოში

გთხოვთ დაწერეთ, დაპოსტეთ, გააზიარეთ და უამბეთ ყველას, რომ ისინი უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, რომელიც აბრეშუმის, ღვინის, სიმღერის, მდიდარი კულტურის, ისტორიის მიწაა და სულისშემკვრელი ბუნება აქვს”- წერს მოდელი

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც.

ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.

პუტინის გადაწყვეტილების პასუხად ქართველება კამპანია #იმოგზაურესაქართველოში დაიწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები