LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Champion-ის ბრენდის საავტომობილო ძრავის ზეთზე საგაზაფხულო აქცია დაიწყო

298

„თეგეტა“ საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში „გაიმარტივე მგზავრობა“, მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალურ აქციას.

“თუ თქვენ შეიძენთ 3 ან მეტ ლიტრ Champion-ის ბრენდის მაღალი ხარისხის საავტომობილო ძრავის ზეთს, საჩუქრად მიიღებთ ზეთის ფილტრს. აქცია მოქმედებს 1 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, Champion-ს აქვს 60 წლიანი გამოცდილება ევროპის ბაზარზე საქმიანობის, იგი მუდმივად ნერგავს ინოვაციებსა და აუმჯობესებს ტექნოლოგიებს, რათა მიიღოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. „თეგეტა“ გახლავთ Champion-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. კომპანია ფლობს OEM და ISO სტანდარტებს.

”თუ გსურთ თავი აარიდოთ შესაძლო ლოდინს და ოპერატიულად მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება, შეგიძლიათ ისარგებლოთ წინასწარი ჩაწერის სერვისით, რომლის საშუალებითაც  შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ დროს სწრაფი სერვისის, ან სერვისების მისაღებად. ამისათვის უნდა დარეკოთ „თეგეტას“ ქოლცენტრში 2 264 444 და შეარჩიოთ სასურველი მომსახურება და ვიზიტის დრო”, – განმარტავენ ”თეგეტა მოტორსში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები