LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩანაწერებზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ყველამ ყველაფერი კარგად იცის: გია ვოლსკი

187
volskigia

ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “საქმეზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს, რადგან ყველამ ყველაფერი კარგად იცის”.

მისივე განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს “პატარა ბერას წყობილებიდან გამოსაყვანად”, სპეციალური დავალება იყო გაცემული, რომ მისთვის “ეგინებინათ“.

მე მგონია, რომ გამოძიება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს. ყველამ ყველაფერი კარგად იცის. დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან, ამით არავინ არც დასჯილა და არაფერი შედეგი ამას არ მოუტანია ვინმესთვის ცუდი. დღეს დავალება აქვთ, რომ ისევ აგინონ ბერა, მას მერე, რაც ოჯახი ჰყავს, ბავშვი გაუჩნდა, იქნებ ისევ კიდევ რაღაც მოიგონონ და რაღაც არიონ სიტუაცია, ისევ დავალებული აქვთ რომ გამოვიდნენ და მოიგონონ, როგორ ჩაუჯდა ვიღაც მანქანაში და უთხრა რომ მოდით, იქნებ არ შეაგინოთ….  დღეს ახალგაზრდების გამოყვანა უნდათ და იმიტომ მოიგონეს ეს სისულელე და ამაზე როგორ გითხრათ, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოსო,” – განაცხადა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

თუ „ოცნება“ ჩაფლავდა, ე.ი. ღარიბაშვილი იყო ცუდი ვარიანტი – უკავშირდება თუ არა თუ ფარული ჩანაწერების გავრცელება შიდადაპირისპირებას

რა ხელისუფლება ხარ, თუ იმასაც ვერ ახერხებ შენი მეფის შვილის ჩანაწერები არ გაგიყალბონ, რა ჯანდაბას აკეთებ? – ბურჯანაძე

2010-2011 წლებში გაკეთებული ფარული ჩანაწერებით “ნაციონალური მოძრაობა” მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს: მდინარაძე