დაბა ჩაქვში ფეხით მოსიარულე 12 წლის ბიჭს  მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის გზაზე მოხდა.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია, ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა მანქანას.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, თუმცა ამავე მუხლის მე-7 ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ითვალისწინებს.