LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარკვიანი: შიმშილობას ვერ ვიტან, ორდღიანი ვარ… წნევის ვარდნა ხდება, მაგრამ ღამის თენებაზე არ მაქვს პრობლემა

63
თაკო 22

„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ მას შიმშილობა არ შეუძლია.

ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„აბა, წარმოიდგინეთ, რამდენიც ვართ პარლამენტის შენობაში ოპოზიციონერი, და ამის პრეცედენტი ყოფილი ხელისუფლების დროს იყო, გახსოვთ, მაშინ ახლების პროტესტი იყო, შიგნით პარლამენტშიც რომ გამოიყენო შენობა საპროტესტოდ? თუ ვიღაცას შიმშილობა არ შეუძლია, და აბსოლუტურად გასაგებია, მე კი არავის ვავალდებულებ, ნორმალურია. მაგალითად, მე ორდღიანი ვარ.

წნევის ვარდნა ხდება და ვერ ვიტან, მაგრამ სამაგიეროდ აბსოლუტურად არ გამაჩნია პრობლემა, ბევრჯერ მითქვამს, მე და უკვე ზუსტად ვიცი, ჩემი პარტიის წარმომადგენლები მზად არიან, რომ ისეთი, 160 000, ადამიანები რომ მოვლენ, პირადად გამოვაცხადებ, ვიტყვი, რომ მე ვრჩები და აბა, ვინ რჩებით ჩემთან ერთად.

არ მაქვს არანაირი პრობლემა, რომ იქ ღამე ვათენო და ჩემი პარტიის წარმომადგენლები შემენაცვლებიან, ჩვენი მეგობრები, სანათესავო, შენობის გარეთ, თუ შიგნით.

ერთადერთი, უბრალოდ ზუსტად ვიცი, არ მიყვარს ეს პრანჭვა-გრეხვით ლაპარაკი, ვიცი, რისი გამკეთებელი ვარ, შეიძლება, ორი დღე მეყოს, ჰა, ხუთი დღე, ბატონო, შიმშილზე.“ – თქვა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები