LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარლზი კაილი მინოუგთან და შერილ ქოულთან შეხვედრისას აღფრთოვანებას ვერ მალავს (ფოტო)

charlz

პრინცი ჩარლზის 70 წლის იუბილისადმი მიღვნილი კონცერტი ვესტმინსტერში გაიმართა, სადაც მონარქის საპატივცემულოდ უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მიოყარა თავი. იუბილარი საკონცერტო დარბაზში პირველი გამოჩნდა, მალევე მას მოჰყვა კამილა პარკერ ბოულზიც. მეუღლეები წითელ ხალიჩაზე შეკრებილ სტუმრებსა და კონცერტში მონაწილე ვარსკვლავებს მიესალმნენ.

ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა კადრი, როგორ ესალმება პრინცი ჩარლზი ავსტრალიელ მომღერალს კაილი მინოუგს და ბრიტანელ მომღერალს შერილ ქოულს. ჩარლზი შეხვედრით აღფრთოვანებული და ბედნიერი ჩანს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ „დაუნტონის სააბატოს“ მსახიობი ჯიმ კარტერი, კომიკოსი მსახიობები, ალისტარ მაქგოვანი და როვან ატკინსონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები