LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირზე კომერციული ფართები მასობრივად ქირავდება

494
chavchavadzerent20918

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წევრი და შავი ზღვის უნივერსიტეტის ლექტორი, თამარ შოშიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც ჭავჭავაძის ქუჩაზე აქვს გადაღებული. ცნობილია, რომ ამ გამზირზე კომერციული ფართები ერთ-ერთი ყველაზე ძვირი იყო თბილისში. ახლა კი უამრავი აბრაა გამოკრული, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ჭავჭავაძის გამზირზე უამრავი კომერციული ფართი ქირავდება. როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას ჯერ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, განახლების შემდეგ კი ამ ქუჩაზე მოძრაობა გაჭირდა, ფართები არცთუ კომერციული და შემოსავლიანი გახდა.

თამარ შოშიაშვილი აღნიშნავს:

„ჭავჭავაძეზე სულ 300 მეტრი გავიარე. ბანკში რომ  ვიყავი და დოლარი ვიყიდე, იმაზე აღარაფერს ვიტყვი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები