LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გარდა ავტობუსები მოძრაობის საპირისპიროდ გლდანშიც ივლიან

226
BeFunky-collage (2)

ჭავჭავაძის გამზირის გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზეც ივლის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

“ავტობუსებს ექნებათ თავისი გადასაადგილებელი სპეციალური ხაზი ორივე მიმართულებაზე, რაც დაახლოებით, 6 კმ-ია. ავტობუსების დიდი გაჩერებები გვექნება დაახლოებით, 15 ისეთივე, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე იქნება, რადგან ამ დერეფანშიც დიდმა, 12 და 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უნდა იარონ. სიახლე არის ის, რომ ავტობუსების გაჩერებები დაემთხვევა ამ ქუჩებს შორის კავშირებს. ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების ძირითადი პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ ადამიანები ზემოდან გადადიოდნენ ასინქრონულად. როდესაც ვამბობთ, რომ იქნება 15 გაჩერება, ე.ი. იქნება 15 შუქნიშნის კვანძი, რაც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებას გაუადვილებს. ასევე, ხიზანიშვილი-ვეკუაზე გვექნება 5,5 კმ-იანი ველობილიკი, რომელიც შემდგომ შეუერთდება ველოსიპედების სხვა ქსელს”- ამბობს ბითაძე.

მსუბუქი ავტომობილებისთვის ორივე ქუჩა ცალმხრივი რჩება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორივე ქუჩაზე ორმხრივად ივლის, ანუ ჯამში ოთხი „ბას ლაინი“ გვექნება. ამასთან, იმისთვის, რომ გაადვილდეს მეტროსთან კავშირი, ორივე ქუჩისთვის ავტობუსის ზოლები იქნება ისე, რომ ადამიანს მოუწიოს ერთი ქუჩით ნაკლების გავლა. მგზავრს არ მოუწევს შეფერხება ქუჩაზე გადასვლისას, რადგან ავტობუსის გაჩერებებთან მოწყობილი შუქნიშნები სინქრონულად იმოქმედებენ“, – განაცხადა ბითაძემ.

როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინის დროის შემცირების მიზნით მიიღეს.

რაც შეეხება ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის აღდგენის საკითხს, თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, სამუშაოები მთლიანად ზაფხულში დასრულდება.

პოპულალურები