LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის რეაბილიტაციაზე უფრო მეტს დახარჯავენ, ვიდრე განსაზღვრული იყო – რას ითხოვს კომპანია

116
kala

8 მილიონი 7 -ის ნაცვლად – ჭავჭავაძის გამზირის რერაბილიტაციისთვის ტენდერში გამარკვებული კომპანია თანხის გაზრდას ითხოვს.

სატენდერო დოკუმენტაციის მონაცემებით, თავდაპირველად ჯეუ გრუპთან“ ხელშეკრულების ღირებულება 7 820 989 ლარი იყო, 22 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებით კი, ეს თანხა 8 603 099 ლარამდე გაიზარდა.

მთავარი არგუმენტი კი ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ობიექტი კარგად შეისწავლეს, უკეთესი ვიზუალური ეფექტი და ხარისხი რომ მიიღონ, თითქმის ხარჯები თითქმის 1 მილიონი ლარით იზრდება

ავტობუსები და გაჩერებები შუა გზაზე: რა პრობლემებს შექმნის ჭავჭავაძის ქუჩის მოდელი და როგორია საერთაშორისო გამოცდილება

ჭავჭავაძის გამზირის ასე მოწყობასთან დაკავშირებით, კითხვები და ეჭვები აქვთ როგორც მძღოლებს და ქვეითებს, ისე ექსპერტებს...

„ობიექტზე არსებული ფაქტიური მდგომარეობის შესწავლისას, უკეთესი ხარისხობრივი და ვიზუალური ეფექტის უზრუნველსაყოფად მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საპროექტო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო მოცულობების ნაწილობრივი კორექტირების საჭიროება წარმოიშვა“, – წერია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

პირდაპირ ვიტყვი: ეს იქნება ბოლო გაფრთხილება – კალაძე გზების რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს აფრთხილებს

ხელშეკრულებით, თანხის 60 პროცენტი 2019 წლის ბიუჯეტიდან, 40 პროცენტი კი, 2020 წლის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.

მისი რეაბილიტაცია სხვადასხვა ეტაპს მოიცავს. საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, აქ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაც მიმდინარეობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები