LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩცდ ეთერში 25 ოქტომბრიდან ბრუნდება

686
71479300-2874957029223976-8965567114538647552-n-5d92065259da8

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი ,,ჩემი ცოლის დაქალები” ეთერში 25 ოქტომბერს ბრუნდება. ამის შესახებ “ფორტუნას” სერიალის პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ განუცხადა. მისივე თქმით, სერიალის მე-16 სეზონი, ტრადიციულად ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას გავა, ამჟერად, როგორც უკვე ცნობილია ,,ფორმულაზე”.

ირაკლი საღინაძის თქმით, სერიალი, სავარაუდოდ, საღამოს 10 საათზე დაიწყება. უცვლელია თითო სერიის ქრონომეტრაჟი. ის დაახლოებით, ნახევარი საათი იქნება.

“ქრონომეტრაჟი ტრადიციულად 30-32 წუთი იყო ხოლმე, სადღაც ესე დარჩება, ტრადიციულად,როგორც იყო ხოლმე. საეთერო დრო ზუსტად არ ვიცით, სავარაუდოდ, სადღაც 10-დან 11 საათის ზოლში იქნება”- ამბობს საღინაძე

ახალი ტელევიზია "ფორმულა" სერიალ ჩცდ-ს აანონსებს (ვიდეო)

„ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ახალი ტელევიზია  „ფორმულა“ დააფუძნა, რომელიც ეთერში პირველი ოქტომბრიდან გავა.

„ჩემი ცოლის დაქალები“ „რუსთავი 2“-ზე მრავალწლიანი ეთერის შემდეგ, ამ არხს დაემშვიდობა. „ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ახალი ტელევიზია  „ფორმულა“ დააფუძნა, რომელიც ეთერში პირველი ოქტომბრიდან გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები