LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩცდ”-ს სერია, რომელზეც ყველა ლაპარაკობს – ნინას და დათოს “ბედნიერი” ოჯახი

1681
chdcddnewsssss

“ჩემი ცოლის დაქალები კარანტინში” – ასე ჰქვია ეპიზოდების სერიას, რომელიც ცნობილი სერიალის გუნდმა კორონავირუსისა და საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ გადაიღო და ცალ-ცალკე პერსონაჟების კარანტინში ყოფნასა და მათ ქცევას ასახავს.

ყველაზე დიდი გამოხმაურება გამოიწვია ბოლო სერიამ, რომელიც ნინასა და დათოს (ანა ტყებუჩავა და ლევან ყოჩიაშვილი) ოჯახური ცხოვრებას აჩვენებს, რეალურს, შელამაზების გარეშე.

ნინასა და დათოს ცალ-ცალკე მონოლოგები აქვთ, საიდანაც ჩანს, რა პრეტენზიები აქვთ ერთმანეთთან. როგორც დათო ამობს, როცა მარტო რჩებიან, ერთმანეთთან სწყინდებათ… ნინასაც საკუთარი სიმართლე აქვს.

სერიის ბოლოს, აბაზანიდან გამოსულ დათოს ანა გემრიელ სადილს ახვედრებს და ესიყვარულება. პრეტენზიები კი კვლავ უთქმელი რჩება…

როგორც მაყურებელი წერს, საქართველოში ასეთი ოჯახი ბევრია. თუ დაშორდებიან და ერთმანეთისგან დაისვენებენ, ეს არის გამოსავალი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები