LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხებმა კარანტინის დასრულება გიგანტურ სუფრაზე ქეიფით აღნიშნეს [ფოტოები]

153
773x435-cmsv2-3c1ca3b7-6523-57f0-b50e-7bbcfa610266-4781294

პრაღის ცენტრში, მდინარე ვლტავაზე, ისტორიულ კარლის ხიდზე გუშინ გიგანტური სუფრა გაიშალა. ასე აღნიშნა ჩეხეთმა კარანტინის დასრულება.

მე-14 საუკუნის ხიდზე ყველას საკუთარი საჭმელ-სასმელი მოჰქონდა და სხვებს უზიარებდა.

მაგიდა 500 მეტრზე იყო გაშლილი.

ღონისძიების ორგანიზატორი ერთ-ერთი კაფის მეპატრონე ანდრეი კობჟაა, რომელიც ამბობს, რომ მასში მონაწილეობის მისაღებად ყველას უნდა მოეტანა სუფრაზე რაიმე: ყვავილი, საკვები ან სასმელი.

ტალღოვანი მაგიდის გარშემო, რამდენიმე ბენდი უკრავდა მონაცვლეობით.

“ასე გვინდა აღვნიშნოთ კორონავირუსის კრიზისის დასრულება. ამ ღონისძიებით ვეუბნებით ყველას, რომ ერთმანეთთან შეხვედრის არ გვეშინია. საზოგადოება არ უნდა იყოს შეშინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ეკონომიკური კრიზისი და დეპრესია. ეს კი უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს ჩვენს ხალხს ვიდრე კოვიდ 19″, – ამბობს კობჟა.

41 წლის ღონისძიებების მენეჯერი ცნობილია იმით, რომ პრაღის ქუჩებში პიანინოები განათავსა, სკვერებში ჭადრაკის მაგიდები დადგა და სახლის სახურავები ცენტრში, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

30 ივნისიდან, პრაღის გარდა ჩეხეთის ყველა ქალაქში ხალხს ნიღბის ტარების ვალდებულება მოეხსნა.

მიიჩნევა, რომ ევროკავშირის ამ ქვეყანამ საკმაოდ კარგად გადალახა პანდემია 12000-ზე ნაკლები ინფიცირებულით და 350-მდე ფატალური შემთხვევით. 

თუმცა, გასულ კვირაში ჩეხეთში ინფიცირების მატება დაფიქსირა – 1 244 შემთხვევა ერთ კვირაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ ბოლო კვირაში დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები