LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთსა და იაპონიაში COVID 19-ის ბრიტანული შტამი დაფიქსირდა

54
coviddddd

COVID 19 – ის ე.წ ახალი ბრიტანული შტამი ჩეხეთსა და იაპონიაში გამოვლინდა. საზოგადოებრივმა ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა დასკვნები დაადასტურა. მათი თქმით, ახალი შტამი სწრაფად გავრცელებადია და მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ.

მონაცემები მზარდია გერმანიაში, სადაც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, შესაძლოა, კიდევ გამკაცრდეს.

ინფიცირების რაოდენობა არ იკლებს პორტუგალიაშიც. გასულ დღე-ღამეში, რეკორდული რაოდენობა დადასტურდა. ჩინეთში კი უკვე, მეშვიდე დღეა ახალი შემთხვევების რიცხვმა 100-ს გადაჭარბა. მონაცემების მატების გამო ე.წ კომენდანტის საათის ორი კვირით დაწესება იგეგმება კოლუმბიის დედაქალაქში. ავსტრიის კანცლერის გადაწყვეტილებით კი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ობიექტებში პირბადის ტარება 25 იანვრიდან სავალდებულო გახდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 96 მილიონს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები