LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემ გარდა იმ სუფრაზე ბიძინა ივანიშვილს არავინ იცნობდა, მაგრამ ყველას სიცოცხლე მისი გადარჩენილი იყო” – თენგიზ ცერცვაძე ემოციურ ამბავს იხსენებს

381
cxcxcxcxcx

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა “POSTV-ის” ეთერში საუბრისას, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ემოციური ამბავი გაიხსენა.

თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ცნობილ ხელოვანთა წრეში მოხვდა, სადაც მის გარდა ივანიშვილს არავინ იცნობდა, თუმცა ქვემლოქმედი ყველას სოლიდურ სტიპენდიას უხდიდა.

“მოვხვდი სუფრაზე ხელოვნების მუშაკების წრეში. იქ იყო ბატონი კახი კავსაძე, ბუბა კიკაბიძე, ანზორ ერქომაიშვილი. ძალიან საინტერესო ფაქტის მომსწრე გავხდი. კახი კავსაძე იყო თამადა და თქვა მოდი შესვათ ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოო. კახიმ თქვა, რომ აქ ვინც ვსხედვართ ყველა გადაგვარჩინა ბატონმა ბიძინამო. აღმოჩნდა, რომ ვინც იქ იყვნენ ყველა იყო დამსახურებული ხელოვანი, ძალიან ხმაურიანი სახელებით. ყველა იღებდა მისგან სოლიდურ სტიპენდიას და ყველა ამბობდა, რომ შიმშილობის პერიოდში გადაგვარჩინა ბატონმა ბიძინამო.

ძალიან კარგად მახსოვს ბუბა კიკაბიძემ თქვა, რომ აწიეთ ხელი ვინც გინახავთ და იცნობთ ბიძინა ივანიშვილსო და მარტო მე ავწიე ხელი. ე.ი ჩემს გარდა იმ სუფრაზე არავინ იცნობდა ბიძინა ივანიშვილს და ყველა იღებდა მისგან ძალიან სოლიდურ დახმარებას, ჩემს გარდა.

აი, ეს იყო მისი ცხოვრების წესი, მე ერთი ფაქტი მოვყევი, მაგრამ ზოგადად ის ყველაფერს აკეთებდა ისე, რომ მას არავინ იცნობდა.”-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები