LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი 85 წლის სიმამრი მშვენივრადაა, ლევანი აცრის მერე მშვენივრადაა, რომანიც… ვინც ვიცი ჩემი ნაცნობი/ ახლობელი, არც ერთს არ ჰქონია გართულება”

89
BeFunky-collage (7)

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი და მისი მეუღლე დღეს “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრებიან.

ამის შესახებ თავად ავრცელებს ინფორმაციას და აქვე აღნიშნავს, ვაქცინაციის ნელი ტემპის გამო ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არასდროს შეიცვლება.

“მე და ჩემი მეუღლე დღეს ავიცრებით ასტრაზენეკათი. ჩემი 85 წლის სიმამრი მშვენივრადაა, ლევანი აცრის მერე მშვენივრადაა, რომანიც მშვენივრადაა…ვინც ვიცი ჩემი ნაცნობი/ ახლობელი, არც ერთს არ ჰქონია გართულება. და ამ გაუბედურებულ ქვეყანაში, სადაც ბევრი, ძალიან ბევრი სრულიად არათანამედროვე, მჩხიბავობის, ” მართლმადიდებლებს გვერჩიან” მოტივებით რომ ერჩიან ვაქცინაციას, არ მიმაჩნია სწორად და უხიფათოდ საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ნაცნობი ადამიანების მხრიდან კიდე ამ სიბნელის უნებური გაღრმავება ასტრაზენეკას დემონიზებით.

ბრიტანეთის პრემიერი ატრაზენეკათი აიცრა, იტალიის პრემიერი ასტრაზენეკათი აიცრა, ათობით მილიონი ადამიანი და თუ რომელიმე ქვეყნის( ვთქვათ, გერმანიის) ხელისუფლებას და ამ სფეროს სპეციალისტებს აქვთ სკეპტიკური ან ფრთხილი დამოკიდებულება, მათ უიშვიათესად წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავების შესაძლებლობებიც აქვთ – პროფესიულიც, მენეჯმენტურიც, ფინანსურიც. კატასტროფულად ნელი ტემპით მიდის საქართველოში ვაქცინაციის პროცესი. წლები დაგვჭირდება ამ ტემპებით.

ჰოდა, თუ ასე გაგრძელდა, სულ გვეყოლება ბევრი ინფიცირებული, არ მოიკლებს დაღუპულთა რაოდენობა( წელს 4 ათასით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე შარშან, სრულ კორელაციაშია კოვიდით გარდაცვლილებთან) სულ ვიქნებით ჩაკეტილები და ისედაც დაქცეული ეკონომიკა სულ ჩამოგვენგრევა. და ასეთი უძლური, უვიცი, უუნარო ხელისუფლების პირობებში ვერც რუსეთის მომატებულ აგრესიას გავუძლებთ – ერთბაშად დასავლეთის ელემენტარული რჩევებით არ ვხელმძღვანელობდეთ პოლიტიკაში:((

P.S. საქართველოში აცრილია სულ 18 ათასი ადამიანი. ეს ასაცრელთა 1 პროცენტზე გაცილებით ნაკლებია. კატასტროფაა. უნდა გაათმაგდეს მაინც ყოველდღიური რაოდენობა.
SOS!”- წერს დავით ბერძენიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები