LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი 2“ – ყველაზე შემოსავლიანი ფილმი ეკრანებზე ბრუნდება

203

53 წლის მსახიობმა ნია ვარდალოსმა რომანტიული კომედიის „ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი 2“-ის პირველი კადრები და პოსტერი გააზიარა. აქვე ცნობილი გახდა, რომ ახალი ფილმის პრემიერა 2016 წლის 2 მარტსაა დაგეგმილი და მთავარ როლებში ნია ვარდალოსის, ჯონ კორბეტისა და ლეინ კაზანის გარდა სხვა ცნობილი მსახიობებიც გამოჩნდებიან. ფილმისთვის სცენარი კვლავ ვარდალოსმა დაწერა.

ამჯერად ფილმში მოვლენები ცნობილი წყვილის ქალიშვილის გარშემო ვითარდება. პრობლემები ურთიერთობაში, რთული ასაკი, პირველი სიყვარული და რაც მთავარია, კიდევ ერთი დიდი ბერძნული ქორწილი. შეგახსენებთ, რომ ფილმის პირველი ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია ამ ჟანრში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები