LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი გმირი მამაჩემია, საქართველოსთვის ომობდა, სახე დაჩეხილი ქონდა… შინდისის გმირის შვილის ემოციური წერილი

1373
pjimage

სკოლის მოსწავლე ნატა ცანავამ მამას, აგვისტოს ომის გმირს, ემოციური წერილი მიუძღვნა სათაურით ” ჩემი გმირი”.

ნატას მამა, თენგო ცანავა აგვისტოს ომის დროს შინდისში იბრძოდა. როგორც წერილში სკოლის მოსწავლე წერს, მამამისს სახე დაჩეხილი ჰქონდა, ყურთან ბობმა აუფეთქეს და 4-5 დღე ჭაობში ხოხავდა.

შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა

გავიხსენოთ შინდისის ბრძოლის დაუჯერებელი გმირობის ისტორიები

გოგონამ ასევე აღნიშნა, რომ შინდისის ბრძოლაზე გადაღებული ფილმის ნახვის შემდეგ ემოციები კიდევ უფრო მეტად გაუმძაფრდა – ” შინდისის ომზე ფილმი გადაიღეს და რომ ვუყურე ტირილი დავიწყე“.

 

მხატვრული ფილმი, რომელიც 27 დღეში გადაიღეს, 2008 წლის ომის შესახებ, ჯარისკაცების და მაცხოვრებლების გმირობაზე გვიამბობს.
11 აგვისტოს, სოფელ შინდისში საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადის 20-ეული რუსულ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. 1-საათიანი ბრძოლის შემდეგ 22 მებრძოლიდან 17 ადგილზევე დაიღუპა. გადარჩენილთა შორის არის გოგონას მამა თენგო ცანავა.

შინდისის შემოქმედებითი ჯგუფი ოსკარზე მიემგზავრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები