LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი მეუღლეც ინტერნეტით გავიცანი. მისი ფოტო ფეისბუქზე ვნახე, მომეწონა და მივწერე – დემნა გვასალია

674
82526256-1239568316430649-4760204866536603648-o (2)

დემნა გვასალიას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დიზაინერი სოციალურ ქსელებზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ “ფეისბუქს” იყენებს და როცა დრო აქვს, უცხო ადამიანებსაც ესაუბრება.

დემნამ აღნიშნა, რომ მან მისი მეუღლეც ფეისბუქში გაიცნო.

“ფეისბუქი მაქვს, როგორც ყველა ჩვეულებრივ ადამიანს. ზოგჯერ არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ვსქროლავ. ადრე უფრო ხშირად შემოვდიოდი. ახლა დრო აღარ მრჩება. როცა დრო მაქვს, უცხო ადამიანებსაც ვესაუბრები, ვისთანაც საერთო ინტერესები მაქვს. მე ინტერნეტის დიზაინერების პირველ თაობას ვეკუთვნი. როცა თბილისიდან გერმანიაში გადმოვედი და არავის ვიცნობდი, ხალხთან კონტაქტის დასამყარებლად ინტერნეტი საუკეთესო გზა იყო. ჩემი მეუღლეც ინტერნეტით გავიცანი. მისი ფოტო ფეისბუქზე ვნახე, მომეწონა და მივწერე”,- აღნიშნავს დიზაინერი.

დემნა გვასალია: „ლაიქები არ მაღელვებს, მე კომუნიკაციას ტანსაცმლით ვცდილობ“

შეგახსენებთ, დემნა გვასალია ამჟამად „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორია, „ვეტმანს“ კი მისი ძმა, გურამი განაგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები