LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი პირადი პოზიციით, საპარლამენტო საქმიანობის იარაღად გამოყენება, პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება: დეკანოიძე

54
ხატია დეკანოიძე

როგორი იქნება “ნაციონალური მოძრაობის” გეგმა და გადაინაცვლებენ თუ არა პარტიის წევრები სამუშაოდ პარლამეტში – ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე კი ჟურნალისტებთან საკუთარ პოზიციაზე საუბრობს და ამბობს, რომ პარტიისთვის, საპარლამენტო საქმიანობის როგორც იარაღად გამოყენება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

დეკანოიძის თქმით, პოლიტსაბჭო რამდენიმე დღეში, საბოლოო ფორმით მიიღებს გადაწყვეტილებას – შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში:

“ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოო ფორმით უნდა მიიღოს პოლიტსაბჭომ – შევა თუ არა პარლამენტში, გააგრძელებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას.

ჩემი პირადი პოზიციაა, რაც იციან ჩემმა მეგობრებმა და ნიკა მელიამაც, რომ საპარლამენტო საქმიანობის როგორც იარაღად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის. ვნახოთ, როგორი იქნება გადაწყვეტილება, შევჯერდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახლა “ნაციონალურ მოძრაობაში” მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს არ ვაჩვენოთ რაიმე სახის რყევა დიდი ოპოზიციური პარტიის რიგებში.” – თქვა დეკანოიძემ.

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, ვერ გეტყვით, ხვალიდან პარტიაში მჭიდრო კონსულტაციები გაიმართება: მელია

დიდი ალბათობით, კენჭისყრა იქნება – შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები