LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერია, მას არა და ვერ დავთმობ” – კილაძეს ყოფილი მეუღლე საპასუხო ბრალდებას უყენებს

1827
BeFunky-collage (2)

,,ქართული ოცნების” დეპუტატ სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ბრალდებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ავთანდილ ხარაძე კატეგორიულად უარყოფს  ყოფილ მეუღლეზე, სოფო კილაძეზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მისივე თქმით, სიმართლის დასამტკიცებლად ყველანაირ სამართლებრივ ფორმას გამოიყენებს.

სოფო კილაძე ადასტურებს რომ მეუღლე მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა (ვიდეო)

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერია, მას არა და ვერ დავთმობ. მით უმეტეს, როდესაც არცერთი მიზეზი და საფუძველი არ არსებობს იმის, რომ ჩემს შვილთან თვეში 24 საათი მაინც არ გავატარო,” – განაცხადა ავთანდილ ხარაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრის დროს.

მისივე განცხადებით, მისი და ბავშვის უფლებები პირიქით, სოფიო კილაძის მხრიდან ირღვევა, რომელიც ამ დრომდე ოფიციალურად მის მეუღლედ ითვლება. მისივე  თქმით სანამ სოფიო კილაძე ტელეეთერით კომენტარებს გააკეთებდა, ამას წინ შვილთან დაკავშირებული უთანხმოება უძღოდა.

„6 წელია, სოფო კილაძესთან ვიმყოფები საეკლესიო და სამოქალაქო ქორწინებაში. 2 თვის წინ ვთხოვე გაყრის პროცედურის დაწყება. ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად არ ვცხოვრობთ, სოფო მანიპულირებს ბავშვით, არ მაჩვენებს ბავშვს, მეუბნება, რომ გაჩვენებო, მაგრამ რეალურად, ბავშვთან კომუნიკაციის საშუალებას არ მაძლევს. ორ თვეში შვილი სულ თითებზე ჩამოსათვლელად, ხუთჯერ ვნახე. ვნახულობ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი გამომყავს ბაღიდან, როდესაც პატარა დაღლილია, დღის ბოლოა. გვიანი შემოდგომაა, ადრე ღამდება, ფიზიკურად ბავშვის წაყვანის საშუალება არ მაქვს არსად, გარდა გასართობი ცენტრისა, სკვერისა და ა.შ. სოფო არ მაჩვენებს ჩემს შვილს და ჩემი აზრით, ის არღვევს როგორც ჩემს, ისე ბავშვის უფლებებს. მით უმეტეს, ამას თან ერთვის, რომ ჩვენ ხელი გაწერილი არ გვაქვს და არანაირი სამართლებრივი უფლება არ აქვს, ერთი სრული დღე არ მანახოს ჩემი შვილი. მან იმისთვის, რომ არ მენახა ჩემი შვილი, გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რათა არ მივსულიყავი ჩვენ სახლში. ასევე, პოლიციამ განმიმარტა, რომ არ უნდა დავკავშირებოდი არც ერთი კონუმიკაციის საშუალებით, არ უნდა მენახა პირადად და არ უნდა მივსულიყავი სახლში 30 დღის განმავლობაში, რასაც პირნათლად ვასრულებ. ვარ კანონმორჩილი მოქალაქე“ ,- განაცხადა ავთანდილ ხარაძემ.

მისივე განმარტებით, სოფიო კილაძის მიერ ტელეეთერით გაკეთებულ კომენტარებს წინ შვილთან დაკავშირებული უთანხმოება უძღოდა, რასაც დედის მიერ ბავშვზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა მოჰყვა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ბავშვზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბავშვი არის შეშინებული. ჩემთან ერთად როცა არის, 5 წლის ბავშვი, რომელმაც საათის ცნობა არ იცის, მეუბნება, რომ ერთი საათი უკვე გავიდა და სახლში უნდა დავბრუნდე, იმიტომ, რომ დედა გაბრაზდება და გაღიზიანდება. ახლა ქუთაისში როცა მყავდა წაყვანილი, როცა ვბრუნდებოდით, შებინდდა, გვაგვიანდებოდა და ბავშვმა დაიწყო ტირილი, დედა არ გაგვიღებს კარს იმიტომ, რომ გვაგვიანდება უკვეო, დედა წაგვეჩხუბებაო – ამის ვიდეო მტკიცებულებაც მაქვს. მას ასწავლიან ტყუილებს, რომ თქვას ისეთი რაღაცეები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს სოფოს თეორიულად“, – აცხადებს დეპუტატის მეუღლე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დაადასტურა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. კილაძე ადასტურებს იმასაც, რომ მის ყოფილ მეუღლეს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, თუმცა ფიზიკურ ძალადობას უარყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები