LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი თხოვნა იქნება, დარბაზში არავის მიეცეს დესტრუქციისა და ჩაშლის საშუალება, მით უმეტეს, თქვენი ქმედებით, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება: კუჭავა

32
კახა კუჭავა

“ჟურნალისტებს მივმართავ, კოლეგებო. მესმის, პროტესტის გამოხატვის ფორმაც. თქვენ ამის უფლებაც გაქვთ, მოგეცით კიდეც საშუალება და მოგეცემათ ყოველთვის. აუცილებლად დაისჯებიან მოძალადეები.” – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზში მყოფ მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ბანერი გადმოფინეს, წარწერით “დასაჯეთ მოძალადეები”.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, მისი თხოვნაა, მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელონ ისე, როგორც ხდებოდა ადრე და დარბაზში არ მისცენ დესტრუქციისა და მათ შორის, ჩაშლის საშუალება ქმედებით, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება:

“ჟურნალისტებს მივმართავ, კოლეგებო. მესმის, პროტესტის გამოხატვის ფორმაც. თქვენ ამის უფლებაც გაქვთ, მოგეცით კიდეც საშუალება და მოგეცემათ ყოველთვის. აუცილებლად დაისჯებიან მოძალადეები, აუცილებლად იქნება ამაზე შესაბამისი რეაგირებაც. მათ შორის პარლამენტი ბოლომდე გააკონტროლებს და იქნება ეს საგამოძიებო კომისია, თუ სხვა ფორმატი, რომ აუცილებლად მოხდეს ყველა მოძალადის დასჯა.

არსებობს ვიდეოკადრები, გამოძიება მიმდინარეობს და აუცილებლად იქნება ანგარიშვალდებული გამოძიება და ყველა უწყება, მთელი საზოგადოების წინაშე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. უკმაყოფილებაც შეგვიძლია, გამოვთქვათ და ნამდვილად იქნება პარლამენტი ის ადგილი, სადაც დავსვამთ ყველა კრიტიკულ კითხვას, თუ რამე არ მოგვწონს ან რამე არ ხორციელდება.

ჩემი თხოვნა იქნება, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ვახორციელოთ ისე, როგორც ხდებოდა მანამდეც. ამასთან, დარბაზში არ მივცეთ დესტრუქციისა და მათ შორის, ჩაშლის საშუალება, მით უმეტეს, თქვენი ქმედებით, რომელიც სცდება ჟურნალისტურ საქმიანობას. ჩემი თხოვნა იქნება, დაუბრუნდეთ საქმეს, პროტესტის უფლება გაქვთ, რომელიც განახორციელეთ, მაგრამ მივცეთ საშუალება სხდომას, გაგრძელდეს შესაბამისი წესითა და რეგლამენტით.” – მიმართა კუჭავამ ჟურნალისტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები